სააკაშვილი: ბერა ივანიშვილი თბილისში კლუბური ნარკოტიკის მთავარი "დამკრიშავია"

სააკაშვილი: ბერა ივანიშვილი თბილისში კლუბური ნარკოტიკის მთავარი "დამკრიშავია"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ბერა ივანიშვილი თბილისში კლუბური ნარკოტიკის მთავარი "დამკრიშავია". პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი facebook-ის პირად გვერდზე ბერა ივანიშვილის ახალ კლიპს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის საქართველოს ელესიას თავს ესხმის.  

"ბერა ივანიშვილი,რომელიც მთავარი "დამკრიშავია"კლუბური ნარკოტიკის თბილისში,ამჯერად საქართველის ეკლესიას დაესხა თავს, თავის უნიჭო კლიპში. ივანიშვილთან რამდენიმე შეხვედრა იმით დამამახსოვრდა,რომ ძალიან აგრესიულობდა ეკლესიაზე და პატრიარქზე. ახლა მისი მთავარი სპიკერი რეპით გამოთქვამს ამ ყველაფერს. ივანიშვილის მთავარი მიზანი საქართველოს უკლებლივ ყველა ინსტიტუტის დაკნინება და მიწასთან გასწორებაა. მის სამიზნეთა სიაში ეკლესია ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ახლა, პრინციპში ამას უკვე ღიად ამბობენ. სპეციალურად ვაშეარებ კლიპს ..ამ საცოდაობის ავტორის მამა ოცნებობს საქართველოს ოფიციალურად პრეზიდენტად მოევლინოს შემოდგომაზე. ამჯერად, ეს ოცნება ოცნებად დარჩება და აღარ გადაიქცევა ქართველი ერის კოშმარად",-წერს სააკაშვილი. 

ცნობისთვის, კლუბ "ბასიანში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და საგამოძიებო უწყებებს სიმართლის დადგენისკენ მოუწოდა. 

"მივმართავ მათ, ვინც პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან ესმოდეთ რას ნიშნავს უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება - ჟურნალისტებს: სანამ ჩემ წინააღმდეგ ცილისმწამებელ ინფორმაციას გამოიყენებთ, ერთი დამამტკიცებელი საბუთი მაინც მოიძიეთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ნამდვილად მოგთხოვთ პასუხს კანონის ფარგლებში. 

დაბოლოს, ვისაც შეგიძლიათ თეთრის შავისგან გარჩევა და სიმართლის დანახვა: კლუბი „ბასიანი“ ჩემი არასდროს ყოფილა, არც რამე კავშირი მაქვს მის მფლობელებთან და არასდროს ვყოფილვარ ამ დაწესებულებაში. პირადად მე და მთელს ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს ამ კლუბში მომხდარი „მკვლელობების“ გამოძიებისა და დამნაშავეების სასტიკი დასჯის. იმედია ასეც მოხდება.

მე კი გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას. მუდამ თქვენი ბერა", - წერდა ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში.

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

45 წუთის წინ

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054