ინტერნეტით ნარკოტიკების ვაჭრობისთვის დაკავებულის ძმა შსს-ს თანამშრომელი იყო

ინტერნეტით ნარკოტიკების ვაჭრობისთვის დაკავებულის ძმა შსს-ს თანამშრომელი იყო

შსს-მ 2018 წლის 8 მაისს 27 წლის ქალი და 24 წლის კაცი ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალების ვაჭრობისთვის დააკავა. მოგვიანებით კი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის ძმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია. 

"2018 წლის 7 მაისს ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა 2 მოქალაქე. საგამოძიებო დანაყოფისთვის ცნობილი იყო, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ძმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიების მსვლელობის პარალელურად, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები პოლიციელის დანაშაულებრივ საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის დადგენის მიზნით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ხსნებულ ინსპექტორ-გამომძიებელს მისი ძმის დაკავების შესახებ ეცნობა მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდგომ. მან იმავე დღეს პატაკით მიმართა სამინისტროს ხელმძღვანელობას მისი სამინისტროს რიგებიდან დათხოვნის შესახებ.

ამ ეტაპზე ხსენებული პირის დანაშაულში მონაწილეობის ფაქტი არ დასტურდება, თუმცა აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დანაშაულში მონაწილეობის ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნულ პირს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავარი პროკურორი ზაზა სარალიძეს ხვალ დახურულ რეჟიმში შეხვდება

მთავარი პროკურორი ზაზა სარალიძეს ხვალ დახურულ რეჟიმში შეხვდება

2 საათის წინ

"25 მაისს, საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრას გამართავს. გამომდინარე იქედან, რომ საქმე ეხება მკვლელობის ფაქტს, რომელშიც ბრალდებული პირები არიან არასრულწლოვნები, სასამართლო განხილვა...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054