ჯანელიძე უვიზო მიმოსვლაზე: პარლამენტთან ერთად პრევენციულ შეზღუდვებზე მიმდინარეობს მუშაობა

ჯანელიძე უვიზო მიმოსვლაზე: პარლამენტთან ერთად პრევენციულ შეზღუდვებზე მიმდინარეობს მუშაობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 57-ე სხდომაზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.

მინისტრის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან გამოთქმულ პრეტენზიებს საქართველოს მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა.

„უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან გამოთქმული პრეტენზიების შემდეგ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება და გადავდგით გარკვეუილ ნაბიჯები. დავიწყეთ როგორც საინფორმაციო კამპანია, მესამე ტალღა, ასევე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელეთ პარლამენტის მხარდაჭერით, რომელიც უკავშირდებოდა გვარის ცვლილების შეზრუდვას. ეს საჭირო იყო იმისათვის, იმ ადამიანებს, რომლებსაც უარი ეთქვათ ერთხელ შესვლაზე გვარის შეცვლით არ მოეხდინათ მეორეჯერ უკვე ამ უკანონო ქმედების განხორციელება. ეს იყო ერთ-ერთი პრევენციული ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მისი თქმით, იგეგმება სხვა ნაბიჯების გადადგმა და პარლამენტთან ერთად სხვა პრევენციულ შეზღუდვებზე მიმდინარეობს მუშაობა. „ეს შეზღუდვები შესაბამისობაშია სხვა ქვეყნების პრაქტიკასთან, ევროპულ მოთხოვნებთან და ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, ვინც კეთილსინდისიერად სარგებლობის უვიზო მიმოსვლით, გააგრძელონ ამ დიდი სიკეთით სარგებლობა“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

5 საათის წინ

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არის გარკვეული ხელოვნური კამპანია, რომელიც არის გაშლილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, სამწუხაროა რომ ასეთი კამპანიური მეთოდებით მოქმედებენ კონკრეტული მინისტრის წინააღმდეგ ის სუბიექტები, რომლებიც ასე...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212