"ბასიანი": მოვითხოვთ, რეგრესული ძალების მხრიდან საკლუბო სცენის დემონიზირება და დისკრედიტაცია შეწყდეს!

"ბასიანი": მოვითხოვთ, რეგრესული ძალების მხრიდან საკლუბო სცენის დემონიზირება და დისკრედიტაცია შეწყდეს!

ამის შესახებ, კლუბი "ბასიანის" წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ, "ბასიანის" სახელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა. 

მისი თქმით, "ბასიანის" ინდუსტრიას, იმედი აქვს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, "რეგრესული ძალების მხრიდან", საკლუბო სცენის დისკრედიტაციის თავიდან ასარიდებლად, კლუბს მხარს დაუჭერენ. 

"სამწუხაროდ, ელექტრონული მუსიკისა და გასართობი ინდუსტრიის მიმართ, დაუსრულებელი ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს. ვრცელდება უამრავი ბინძური ჭორი და ბრალდება. პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები, კლუბის დახურვას ითხოვენ. მათი მოქმედების მეთოდები, იმდენად გასცდა ყოველგვარ ზღვარს, რომ მზად არიან ცილი დასწამონ კლუბებს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაში. 

ქვეყანაში უცნობი მომწამვლელი პრეპარატის შედეგად, 5 ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა, რომლის შემცველობა ჯერ კიდევ დაუდგენელია, მისი მომწოდებელი კი დაუსჯელი. ჩვენ, ყველაზე მეტად ვართ დაინტერესდებული გამოძიების შედეგებით, იმისთვის რომ დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება და ნათელი მოეფინოს სიმართლეს. 

ინდუსტრიის წარმომადგენლები, ყველანი ერთად, მოვითხოვთ, შეწყდეს რეგრესული ძალების მხრიდან საკლუბო სცენის დემონიზირება და დისკრედიტაცია. ამ პროცესში, სახელმწიფო ინსტიტუტებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ და მხარი დაუჭირონ ჩვენს ინდუსტრიას. ამასთან, შეწყვიტონ მედისაშუალებებმა საკლუბო სცენის სტიგმატიზირება და ტრაგედიების დაკავშირება ჩვენს საქმიანობასთან", - ნათქვამია "ბასიანის" განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, კლუბ "ბასიანს" ახალგაზრდების სახოცი დაწესებულება" უწოდა. 

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

2 საათის წინ

"თბილისის ყველა კლუბის კარი ღიაა. 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული BASSIANI-ის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ელექტრონული...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054