ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო, თბილისში ახალგაზრდა სცემეს

ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო, თბილისში ახალგაზრდა სცემეს

პოლიციამ თბილისში გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის გამო, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის 2 პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, 2 პირი: 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ვ.ხ. და 1992 წელს დაბადებული ვ.ბ. თბილისში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, 2001 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს, მისი ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არასრულწლოვანმა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა.

გ.ფ.-ს მითითებით, პოლიციამ ინციდენტის მონაწილე პირები იმავე ქუჩაზე, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

თემები:
მედიაში გამოქვეყნებულ "გალერის" დაცვის თანამშრომელსა და მენეჯერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

მედიაში გამოქვეყნებულ "გალერის" დაცვის თანამშრომელსა და მენეჯერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

3 საათის წინ

„2018 წლის 23 მაისს, გამოძიების მონაცემის გახმაურების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054