მსჯავრდებულის მამაკაცის მამა სენაკიდან თბილისში ფეხით ჩასვლას და პრემიერთან შეხვედრას აპირებს

მსჯავრდებულის მამაკაცის მამა სენაკიდან თბილისში ფეხით ჩასვლას და პრემიერთან შეხვედრას აპირებს

რამდენიმე წუთში სენაკელი მსჯავრდებულის შ.ლ-ს მამა სენაკის რაიონული სასამართლოდან დაიწყებს თბილისში ფეხით წასვლას პრემიერ მინისტრთან იუსტიციის მინისტრთან, გენერალურ პროკურორთან შეხვედრის მიზნით. ის აპროტესტებს სენაკის რაიონული სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელ განაჩენს მისი შვილის მიმართ.

როგორც მისი შვილის ადვოკატი აცხადებს ამ საქმეში ფიქსირდება მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, შ.ლ-ს მიმართ დაირღვა წინასწარი პატიმრობის 60 დღიანი ვადა ისე რომ სასამართლოს არ უმსჯელია აღკვეთ ღონისძიებაზე.

1982 წელს დაბადებული შ.ლ ( პირობით სასჯელის მქონე) და დ.ხ 2017 წლის 20 მარტს დააკავეს 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს, თუმცა მეორე დღეს ბრალი დაუმძიმდათ და 181-ე მუხლის 2-ე ნაწილიც დაემატა, რაც თანხის გამოძალვას გულისხმობს. სენაკის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 19 სექტემბერს ორივეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 8 მაისს შ.ლ-ს საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს

სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს

1 საათის წინ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცხოველთა...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054