პატრიარქი: სიკეთე აკეთეთ და დაგიბრუნდებათ

პატრიარქი: სიკეთე აკეთეთ და დაგიბრუნდებათ

ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

"დღეს არის განსაკუთრებული დღე საქართველოსთვის და ჩვენ შევთხოვთ წმინდა გიორგის, რომ შუამავალი იყოს საქართველოსა და ღმერთს შორის.

წმინდა გიორგის როცა აწამებდნენ და იცლებოდა სისხლისგან, წარმოთქვა სიტყვები: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევე მე. სინამდვილეში ის დატოვებული არ იყო. ღმერთი იყო მასთან. მას მოესმა ხმა: "ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარო“. მაცხოვარი მასთან იყო და ჩვენ შევთხოვთ უფალს, არ განშორდეს საქართველოს. მშვიდობა და სიხარული მოგცეთ ღმერთმა.

სულ სიკეთე აკეთეთ და დაგიბრუნდებათ.

ღმერთმა დაგლოცოთ", - განაცხადა ქადაგებისას ილია მეორემ.


შეგახსენებთ, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

27 წუთის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237