პატრიარქი: შევთხოვთ წმინდა გიორგის, შუამავალი იყოს საქართველოსა და ღმერთს შორის

პატრიარქი: შევთხოვთ წმინდა გიორგის, შუამავალი იყოს საქართველოსა და ღმერთს შორის

"დღეს არის განსაკუთრებული დღე საქართველოსთვის და ჩვენ შევთხოვთ წმინდა გიორგის, რომ შუამავალი იყოს საქართველოსა და ღმერთს შორის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში  ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"წმინდა გიორგის როცა აწამებდნენ და იცლებოდა სისხლისგან, წარმოთქვა სიტყვები: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევე მე. სინამდვილეში ის დატოვებული არ იყო. ღმერთი იყო მასთან. მას მოესმა ხმა : ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარო. მაცხოვარი მასთან იყო და ჩვენ შევთხოვთ უფალს, არ განშორდეს საქართველოს. მშვიდობა და სიხარული მოგცეთ ღმერთმა.

სულ სიკეთე აკეთეთ და დაგიბრუნდებათ.

ღმერთმა დაგლოცოთ", - განაცხადა ქადაგებისას ილია მეორემ.

შეგახსენებთ, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

3 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237