სააკაშვილი: გამიხარდებოდა აჭარის გათავისუფლების დღე ამ ველოსიპედით აჭარიდან მომელოცა, მაგრამ ეს დროც დადგება!

სააკაშვილი: გამიხარდებოდა აჭარის გათავისუფლების დღე ამ ველოსიპედით აჭარიდან მომელოცა, მაგრამ ეს დროც დადგება!

საქართველოს  ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს ამსტერდამიდან აჭარის გათავისუფლების დღე მიულოცა. ამასთან, სააკაშვილი თავის ვიდეომიმართვაში საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ  უახლოეს მომავალში მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის.

"2004 წლის 6 მაისს, აჭარაში დასრულდა ფეოდალის ბოგინი, დამთავრდა სეპარატისტული გადახრა, ჩაიშალა მტრის გეგმები და გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველოს ერთიანობისკენ. ეს გააკეთა აჭარის ჩვეულებრივმა, მაგრამ ძალიან განსაკუთრებულმა ხალხმა და მე უზომოდ მადლობელი ვარ თქვენი. ეს არის თქვენი დღესასწაული და სრულიად საქართველოს დღესასწაული.

რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა თქვენთვის მომელოცა არა ამსტერდამის ქუჩებიდან არამედ ბათუმის ბულვარიდან ამ ველოსიპედით, ან აჭარაში. არაუშავს, ეს დროც ძალიან მალე დადგება. მინდა გითხრათ, რომ მენატრება ის აღმშენებლობის ტემპი, როგორ დავდიოდით და ღამღამობითც ვამოწმებდით მშენებლობებს, ვამოწმებდით ჩვენს პროგრამებს, რომლებიც იყო განვითარების. სამწუხაროდ, ბევრი რაღაც გაგვიჩერეს, ბათუმში გაგვიჩერეს ამერიკულ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ აჭარაში შენდებოდა და იქნებოდა ყველაზე მაღალი უმაღლესი განათლების მქონე დაწესებულება მთელს აღმოსავლეთ ევროპაში.

გაგვიჩერეს სოციალურად დაუცველთა სახლების მშენებლობა და ბევრი სხვა რამ, მაგრამ არაუშავს, ჩვენ დავასრულებთ ფეოდალის ბოგინს თბილისში, ისევე როგორც დავასრულეთ ფეოდალის ბოგინი აჭარაში. ჩვენ დავაბრუნებთ საქართველოს განვითარებას, ჩვენ დავუსვამთ წერტილს მევახშოკრატიას", - განაცხადა სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში, რომელსაც "რუსთავი2" ავრცელებს. 

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

6 საათის წინ

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არის გარკვეული ხელოვნური კამპანია, რომელიც არის გაშლილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, სამწუხაროა რომ ასეთი კამპანიური მეთოდებით მოქმედებენ კონკრეტული მინისტრის წინააღმდეგ ის სუბიექტები, რომლებიც ასე...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212