"სამოქალაქო დაუმორჩილებლობის რიგი აქტები გვაქვს მოფიქრებული"-ინტერვიუ ზურაბ ჯაფარიძესთან

"სამოქალაქო დაუმორჩილებლობის რიგი აქტები გვაქვს მოფიქრებული"-ინტერვიუ ზურაბ ჯაფარიძესთან

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარტიას სამოქალაქო აქტების რიგი აქტები აქვს მოფიქრებული, რაც მისი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილიც იქნება, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად იყრის კენჭს.

ჯაფარიძემ „აიპრესს“ უთხრა, რომ პირველი რასაც გააკეთებენ არის ის, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ 2000 ლარიან ჯარიმას არ გადაიხდიან. ასევე ელოდება საპატიმროდან იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის გათავისუფლებას და დაიწყებენ აქტივობებს, თუმცა რა აქტივობებს განახორციელებენ, ამაზე ჯაფარიძე ჯერ არ საუბრობს.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მიმართულებით რა გეგმები აქვს „გირჩს“ ამ თემაზე ზურაბ ჯაფარიძეს ვესაუბრეთ, გთავაზობთ ინტერვიუს:

გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადეთ, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აპირებთ. ისაუბრეთ კანონებზე, რომელიც თქვენი შეფასებით არაკანონიერია. სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში იგულისხმება თუ არა ისიც, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ 2000 ლარიან ჯარიმას არ გადაიხდით, რომელსაც ასევე არ ეთანხმებით?

ცხადია ესეც იგულისხმება. მე არ მეკუთვნის ამ ჯარიმის გადახდა. გამომდინარე იქიდან, რომ მე არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ამ თანხის გადახდა დამეკისრა იმიტომ რომ სასამართლოს 6-მა თუ 7-მა პოლიციელმა მისცა ცრუ ჩვენება და ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად, მე არ ვაპირებ ამის გადახდას არცერთ შემთხვევაში.

სამართალწარმოების გზით წახვალთ თუ ამ შემთხვევაშიც სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გზას აირჩევთ?

ორივე გზას. გავასაჩივრებ, მაგრამ თუ ყველა ინსტანციაში წავაგებ, ამის შემდეგ მაინც არ გადავიხდი ჯარიმას და სახელმწიფოს მაინც მოუწევს მისვლა და ჩემი ერთადერთი ბინის გაყიდვა, სადაც ჩემი მოხუცი მშობლები ცხოვრობენ და იმათი სახლიდან გამოყრა. გააკეთონ ეს, არცერთ შემთხვევაში არ გადავიხდი.

რა იგულისხმება სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში? რა ქმედებებსა და აქტივობებს გეგმავთ ამ მიმართულებით?

მაგას წინასწარ ვერ დავაანონსებ. დაუმორჩილებლობის რიგი აქტები გვაქვს მოფიქრებული სხვადასხვა კანონებთან მიმართულებით, რაც ჩვენი აზრით უსამართლოა. უბრალოდ ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი რომელ მათგანს გავაკეთებთ და არც ის გვაქვს გადაწყვეტილი რა თანმიმდევრობით გავაკეთებთ. ამის დაანონსება არ მინდა. პირველი რაც იქნება, არის ის რომ ამ 2000 ლარიან ჯარიმას არცერთ შემთხვევაში არ გადავიხდი.

იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის გათავისუფლებას ელოდებით და მერე დაიწყებთ ამ აქტივობას?

დიახ. პრინციპში ახლა ამით ვიყავით დაკავებულები რომ დაგვეგეგმა, მათ შორის ეს ნაწილიც. იქნება ნაწილი საარჩევნო კამპანიის. ცხადია ველოდებით იაგოს და ვახოს გამოსვლას რომ შემდეგ ეტაპზე რაღაცები კიდევ გავაკეთოთ.

გაქვთ თუ არა კოორდინაცია სხვადასხვა ჯგუფებთან, ორგანიზაციებთან, მოქალაქეებთან და ა. შ. რომლებიც გვერდში დაგიდგებიან?

ჩვენ სოციალურ ქსელებში გვყავს მხარდამჭერთა საკმაოდ დიდი ჯგუფი. ახალგაზრდები... 3000-ზე მეტია ჩვენს ჯგუფში. გარდა ამისა, Facebook-ის ჩვენ გვერდზე უამრავი ადამიანის აქტიურობაა. მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ვინმე დამიდგება გვერდში თუ არ დამიდგება. მე ერთი ადამიანი მზად ვარ დაუმორჩილებლობისთვის, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ „გირჩის“ წევრების მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

თუმცა, ერთი პარტიის მოქმედება არ არის ხოლმე ეფექტის მომტანი თუ არ არის ფართო საზოგადოებრივი სოლიდარობა...

ჩვენ როგორც ერთი პარტია ისე ვმოქმედებდით და რაღაც შედეგები მიღწეული გვაქვს. მაგალითად, ის რომ 5000-ზე მეტი ადამიანი სახელმწიფომ ვერ წაიყვანა მონად ერთი წლით ჯარში. ჩვენ ეს მივაღწიეთ ერთმა პარტიამ ყოველგვარი თანამდებობის გარეშე.

ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში მოვიგეთ სარჩელი კონკრეტულად მარიხუანასთან მიმართებაში. რის გამოც დღეს მარიხუანას კულტივაციის და მოხმარების გამო სახელმწიფო ადამიანებს ვერაფერს ვეღარ უშვრება. ამას მივაღწიეთ ერთმა პარტიამ სხვა პარტიებთან ყოველგვარი თანამშრომლობის გარეშე. ეს იმიტომ რომ სხვა პარტიებს არანაირი პრინციპები და იდეალები არ გააჩნიათ.

სხვა პარტიებთან კოორდინაცია საერთოდ არ გაქვთ?

ცხადია არ გვაქვს. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენთვის.

უსუფაშვილი:ავლაბრის რეზიდენციის გამოყენების და პარლამენტის ამუშავების უკეთეს ვერსიას დავდებ(ინტერვიუ)

უსუფაშვილი:ავლაბრის რეზიდენციის გამოყენების და პარლამენტის ამუშავების უკეთეს ვერსიას დავდებ(ინტერვიუ)

1 საათის წინ

პრეზიდენტობის კანდიდატი „აიპრესთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ავლაბრის რეზიდენციაში სახელმწიფოებრივი დარბაზები უნდა განთავსდეს და გამოყენებული იყოს სხვადასხვა სახელმწიფოებრივი საქმეებისთვის. ამასთანავე გაკეთდეს საპრეზიდენტო დარბაზი...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088