უკრაინის პატრიარქი: უკრაინამ და საქართველომ ერთად უნდა ვებრძოლოთ აგრესორ რუსეთს

უკრაინის პატრიარქი: უკრაინამ და საქართველომ ერთად უნდა ვებრძოლოთ აგრესორ რუსეთს

უკრაინის პატრიარქის ფილარეტის განცხადებით, უკრაინა და საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნები უნდა გახდნენ.

მისი თქმით, უკრაინამ და საქართველომ ერთად უნდა იბრძოლოდ კაცობრიობის მოწინააღმდეგე აგრესორის, რუსეთის წინააღმდეგ.

ამასთან, უკრაინის პატრიარქი რუსულ ეკლესიას მოუწოდებს, სიმართლის მხარეს დადგეს.

"უკრაინა და ევროპა უნდა იყვნენ ერთიანი. უკრაინამ ევროპული ფასეულობები და ქრისტიანობა ჯერ კიდევ ათასი წლის წინ, ვლადიმირის დროს აირჩია. უკრაინა ევროპული ქვეყანაა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა გახდეს. საქართველოს ადგილიც ევროპასა და ევროკავშირშია.

ჩვენი ქვეყნის მსგავსად თქვენც ომი გამოიარეთ რუსეთთან, ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ კაცობრიობის მოწინააღმდეგე აგრესორს. რუსული ეკლესია კი, უნდა დადგეს სიმართლის მხარეს. როდესაც რუსული ეკლესია სიმართლის მხარეს იქნება, აგრესორს გვერდით ვეღარ დაუდგება", - აღნიშნა უკრაინის პატრიარქმა "რუსთავი 2"-თან.  

უკრაინის პატრიარქის ფილარეტის თარგმანს "რუსთავი 2" ავრცელებს.

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

8 საათის წინ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაინშტაინმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. გარდა ამისა, ქვეყნის დატოვებისთვის პროდიუსერს ნებართვის აღება მოუწევს. დაგეგმილია, რომ ვაინშტაინის საქმის მომდევნო მოსმენა 30 ივლისს გაიმართება. პროდიუსერი დღეს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237