ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: საჭირო გახდა ავტოპარკის განახლება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: საჭირო გახდა ავტოპარკის განახლება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტება ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავტოპარკის განახლებას გეგმავს. სამსახურის ბალანსზე რიცხულ ოპერატიული საქმიანობისთვის განკუთვნილ 40 ერთეულ მსუბუქ ავტომობილს საგარანტიო და საექსპლუატაციო ვადა ფაქტობრივად უკვე ამოეწურა. ამასთან, 2018 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულო ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო სამსახურის ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი, ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული შემოწმებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს. შესაბამისად, საჭირო გახდა საგამოძიებო სამსახურის ავტოპარკის განახლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადდა ტენდერი საგამოძიებო სამსახურისთვის მსუბუქი (სედანის ტიპი), მათ შორის ჰიბრიდული ავტომობილების შესყიდვის თაობაზე.

ძველი, მწყობრიდან გამოსული ავტომობილები, შემდგომი რეალიზების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცემა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

16 ივლისი, 2018

"ეს ტრაგიკული შემთხვევა, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, კონკრეტული ზომებია მისაღები, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მინდელის შახტაში მომხდარ...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172