2008 წლის აგვისტო... პატრიარქი და სასულიერო პირები გორში (ფოტორეპორტაჟი)

2008 წლის აგვისტო... პატრიარქი და სასულიერო პირები გორში (ფოტორეპორტაჟი)

"ეს იყო მძიმე დღები საქართველოსთვის და მე მაინც გადავწყვიტე წავსულიყავი, ვნახეთ მინდორში დაყრილი ჩვენი ვაჟკაცები. იმდენად საშიში იყო ჩვენი მოგზაურობა, რომ ჩვენს მანქანას მარჯვნივ და მარცხნივ ახლდა კიდევ სხვა მანქანები, რომ არ ესროლა ჩვენთვის სნაიპერს“, - ასე იხსენებს აგვისტოს ომს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

2008 წლის აგვისტოში, პატრიარქი პირადად იყო ჩასული ცხინვალში.

"გორი იყო მკვდარი ქალაქი. ადამიანს ვერ დაინახავდა კაცი ქუჩაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ წამოსულები იყვნენ. ვერ გამოდიოდნენ ქუჩაში. ეს იყო დიდი ნუგეში ჩვენი მღვდელმთავრისთვის რომელიც იქ იყო.

შესვლისას, როცა შევდიოდით ხელმარცხნივ იდგა პატარა მანქანა და იქ იჯდა მამაკაცი საჭესთან. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ელოდება რაღაცას. მერე უკან რომ ვბრუნდებოდით ისევ ისე იჯდა. გავაჩერებინე და ვიკითხე, ნახეთ, ხომ არაფერი უჭირს. თურმე ყოფილა მკვდარი. გარდაცვალებული და ისევე გახევებული იყო საჭესთან.

ჩვენ, წამოვიყვანეთ 7 მიცვალებული. მერე გავაგზავნე სამღვდელოება და კიდევ წამოვიყვანეთ. მინდორში რომ იყვნენ მიცვალებულები. ძალინ მძიმე სურათი იყო.
და, ეს ომი... ომი რომ დაიწყო... მე არ ვიცოდი რომ იწყებოდა ომი. მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის ეთქვათ. ქვეყანაში იწყება ომი და პატრიარქმა არ იცის“.- ბრძანა პატრიარქმა.

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

12 საათის წინ

მისი თქმით, ეს ფაქტი ივანიშვილის დევნის კონტექსტში უნდა იყოს განხილული. "ქართულ ოცნებას ძალიან სასაცილო წესი ჰქონია. თურმე სამ კაცს შეუძლია პარტიიდან ნებისმიერი მისი წევრის გარიცხვა. ამის უფლება პარტიის ხუთკაციან სამდივნოს ჰქონია ხმათა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126