მათიკაშვილი: პრეზიდენტი პარლამენტს გაებუტა და ფაქტობრივად, დარბაზიდან გაიქცა

მათიკაშვილი: პრეზიდენტი პარლამენტს გაებუტა და ფაქტობრივად, დარბაზიდან გაიქცა

ამის შესახებ საპარლამენტი უმავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, ჟურნალისტებთან, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში რიგით მე-5 და ბოლო წლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს პროტესტის ნიშნად დატოვების ფაქტზე საუბრისას განაცხადა. 

"ქვეყნის პირველმა პირმა მოითხოვა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევა, მოითხოვა ისეთ რეჟიმში გადატანა დებატის, რომელიც არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული. შესაბამისად, პასუხის ნაცვლად, მან დატოვა დარბაზი. ფაქტობრივად, გაიქცა არბაზიდან. ფაქტობრივად, გაებუტა პარლამენტს და თითქოს პრინციპული მოთხოვნით, რეგლამენტის დარღვევისა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ პრეზიდენტმა არ მოისმინა ყველა ის მითითება, ის პრეტენზია, რომელიც უნდა ყოფილიყო მის მიერ აუცილებლად მოსმენილი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, უმრავლესობის დეპუტატებმა პრეზიდენტს რეგლამენტის გვერდის ავლით დებატების უფლება არ მისცეს. 50 წინააღმეგი და 28 მომხრე - ასეთი გახლდათ გადაწყვეტილება. საპარლამენტო ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა პარლამენტის შენობა დატოვა. 

იქამდე პრეზიდენტმა ითხოვა, რომ დეპუტატებთან დებატების საშუალება ჰქონოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი განუმარტა, რომ ამის შესაძლებლობას რეგლამენტი არ იძლეოდა. შესაბამისად პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

56 წუთის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237