სექსზე დამოკიდებული ქალი BBC-ის: დღეში 5-ჯერ სექსიც კი აღარ იყო ჩემთვის საკმარისი

სექსზე დამოკიდებული ქალი BBC-ის: დღეში 5-ჯერ სექსიც კი აღარ იყო ჩემთვის საკმარისი

"დღის განმავლობაში 5-ჯერ სექსიც აღარ იყო საკმარისი", - ამის შესახებ სამი ბავშვის დედა, 37 წლის რებეკა ბარკერი BBC-სთან საუბრობს.

მას სექსთან დაკავშირებული პრობლემები 2014 წელს დაეწყო, რამაც მისი ურთიერთობები დაანგრია. მისი პრობლემა კი იმაში გამოიხატებოდა, რომ პარტნიორს გამუდმებით სექსს სთხოვდა.

"ეს ერთადერთი რამ იყო, რომელიც პირველი რამ იყო, რის შესახებაც გაღვიძებისთანავე ვფიქრობდი, ამ აზრს უბრალოდ თავიდან ვერ ვიგდებდი.

გარშემო ყველაფერს ამას მახსენებდა. ვფიქრობ, რაც დამემართა, ჩემს დეპრესიასთან და სეროტონინის ნაკლებობასთან იყო კავშირში. მთელი ჩემი სხეული ამ სურვილით იყო შეპყრობილი.

განდეგილი გავხდი. სახლიდან აღარ გავდიოდი, რადგან მრცხვენოდა, რომ ამის გარდა სხვა რაიმეს შესახებ ვერ ვფიქრობდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს აზრებს ვერავინ კითხულობდა,  ხალხში მაინც დისკომფორტს ვგრძნობდი", - აღნიშნავს ბარკერი.

მისმა დამოკიდებულებამ ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები შეუქმნა. თავდაპირველად მის პარტნიორს სიამოვნებდა ყურადღება, ხოლო შემდეგ ეს წყვილისთვის აუტანელი გახდა.

"თავიდან მას პრობლემა არ ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, თუმცა მოგვიანებით უკვე ვეღარ იგებდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი შეკითხვების დასმა დამიწყო იმის შესახებ, თუ რატომ და საიდან მოდიოდა ეს.

მან სხვასთან რომანში დამდო ბრალი, ფიქრობდა, რომ ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და ამიტომ მინდოდა მასთან სექსი გამუდმებით", - ამბობს ბარკერი.

2014 წლის ნოემბერში მან ურთიერთობაში შესვენება აიღო და დედამისთან დასარჩენად გაემგზავრა.

"როდესაც წავედი, ჩემს პარტნიორს ვუთხარი, რომ უკეთ გახდომა მსურდა. მან გამიშვა, რის შემდეგაც ურთიერთობა მალევე დაინგრა. ცხოვრების სტილის ბევრჯერ შეცვლა მომიწია, რათა დეპრესია და დამოკიდებულება დამეძლია და ამან ჩემს შემთხვევაში გაამართლა", - აღნიშნავს ბარკერი.

ბარკერს დეპრესია 2012 წელს, მესამე შვილის გაჩენის შემდეგ დაუდგინდა.  2014 წელს მან სამსახური შეიცვალა, პარტნიორთან ურთიერთობა გაწყვიტა და საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად.

პაკისტანში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ადგილობრივი პოლიტიკოსი

პაკისტანში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ადგილობრივი პოლიტიკოსი

3 წუთის წინ

პოლიციელის განცხადებით, ინციდენტი პოლიტიკური აქციის დროს მოხდა. ცნობილია, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ავტომანქანაში აიფეთქა, რომელიც პაკისტანის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს ეკუთვნოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა დაშავებული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080