უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ

უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ

  • iRegions.Ge
  • 02 მაისი, 2018
  • 05:50
  • ადმინისტრატორი

იმერეთის რეგიონში ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება უნგრეთის დელეგაცია, რომლის წარმომადგენლები დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს გრიგოლ იოსელიანს შეხვდნენ.

"ქალაქებს წყალტუბოსა და სენტგოტჰარდს შორის 2018 წლის 7 თებერვალს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ტურიზმისა და ეკომონიკის სფეროებში თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სწორედ სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის მიზნით შედგა შეხვედრა ქალაქ სენტგოტჰარდის საოლქო თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, რომელზეც განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობის გეგმები’’- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

"დღევანდელ შეხვედრას ქალაქის დღესასწაულის გამო, ვერ ესწრება სენტგოტჰარდის მერი ჰუსზარ გაბორი, რომელმაც გადმოგცათ გულთბილი მოკითხვა, წყალტუბოსთან მომავალი ურთიერთობის გაღრმავების მიზნით შესასრულებელია სამი ამოცანა : გაცვლითი ვიზიტები და ერთობლივი პროექტების განხორციელება, კულტურის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, დამეგობრებული ქალაქების მოსახლეობის კეთილგანწყობის შექმნა’’- აღნიშნა დელეგაციის ხელმძღვანელმა, სენტგოტჰარდის საოლქო თვითმმართველობის დეპარტამენტის უფროსმა გ. სტანკოვიჩმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, ა(ა)ი.პ წყალტუბოს ტურიზმის ცენტრის დირექტორი სალომე ქუთათელაძე.

დელეგაციის წევრებს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები მელაანი და ჩალაუბანი დააზარალა

სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები მელაანი და ჩალაუბანი დააზარალა

18 სექტემბერი, 2018

წინასწარი ინფორმაციით, დასეტყვილია ვენახები. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, მერიის თანამშრომლები ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.ზარალის ოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156