სერგი კაპანაძე:

სერგი კაპანაძე: "ოცნებას" უნდა პრეზიდენტს დაესხას თავს და ამიტომ მოიწვია დებატები

ჩვენი მხრიდან კითხვები დასმული იქნება პირველ რიგში მთავრობის მიმართ, თუ როგორ აპირებენ გაუმკლავდნენ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს - ამის შესახებ "ევროპული საქართველო"-ს წევრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

„გაზრდილი კრიმინალი, აღქმა კორუფციის მიმართ, უამრავი პრობლემა გვაქვს, რომელზეც მთავრობა არ რეაგირებს. შესაბამისად, ამ დებატებზე ევროპული საქართველოს მხრიდან იქნება დასმული კითხვები მთავრობის მიმართ პირველ რიგში თუ როგორ აპირებენ ისინი გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. პრეზიდენტის მოხსენება არის კარგი საფუძველი, რომ ასეთი დებატები შედგეს. „ქართულ ოცნებას“ სავარაუდოდ უნდა რომ პრეზიდენტს დაესხას თავს და ამიტომ მოიწვია დებატები, თუმცა მთავარი არის ამ პრობლემებზე საუბარი,“-აცხადებს სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტში 2018 წლის 2 მაიის წარსდგება.

გოცირიძე: ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან

გოცირიძე: ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან "რუსთავის ფოლადისთვის" შეღავათიან ტარიფზე

08 ივნისი, 2018

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან  ქვეყნის ფოლადის მწარმოებლების დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. ამ  ტარიფმა საქართველოს მწარმოებლებზე ნეგატიურად იმოქმედა არაერთი მიმართულებით. რუსთავის...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207