სირიის სამთავრობო ძალებმა რამდენიმე დასახლება მებრძოლებისგან გაათავისუფლეს

სირიის სამთავრობო ძალებმა რამდენიმე დასახლება მებრძოლებისგან გაათავისუფლეს

სირიის სამთავრობო ძალებმა ერაყის საზღვართან რამდენიმე დასახლება მებრძოლებისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო SANA ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დასახლებულ პუნქტებს "სირიის დემოკრატიული ძალები" აკონტროლებდნენ, რომელსაც დამასკოს შეფასებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს.

26 აპრილს სირიის სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ კალამუნის მთიან რაიონზე კონტროლი მოიპოვეს. მას ცხრა სხვადასხვა დაჯგუფება აკონტროლებდა. 

მას შემდეგ, რაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა უძველესი ქალაქი პალმირა 2015 წელს ხელში ჩაიგდეს, დაჯგუფების მებრძოლებმა უამრავი არქეოლოგიური ძეგლი გაანადგურეს, მათ შორის უძველესი ტაძრები და ტრიუმფალური თაღი.

მოგვიანებით, ქალაქი სირიის არმიამ გაათავისუფლა, თუმცა 2017 წლის იანვარში ტერორისტულმა დაჯგუფებამ პალმირა ისევ დაიკავა. მათ უძველესი ძეგლები გაანადგურეს, მათ შორის უძველესი რომაული ამფითეატრის ფასადი და ანტიკური ტეტრაპილონი.

პუტინი: ეჭვი მაქვს, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება

პუტინი: ეჭვი მაქვს, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება

1 საათის წინ

"NATO არა მარტო რუსეთის საზღვრებთან მოვიდა, არამედ ჩვენ ეჭვი გაგვიჩნდა, რომ უკრაინა მათი წევრი ქვეყანა გახდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა. მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვის ინტერესებს პატივი უნდა სცენ. ასევე, აღნიშნა, რომ NATO-ს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237