ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილი 40%- მა აიძულა ზრდილობას მოუხმოს

ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილი 40%- მა აიძულა ზრდილობას მოუხმოს

"ექსპრეზიდენტი 40 პროცენტმა აიძულა ზრდილობას მოუხმოს. მივესალმები თუ ასე გააგრძელებს - მაგრამ ეჭვი მეპარება", - ამის შესახებ "ტაბულა"-ს დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"რაც შეეხება განცხადების არსს - ამ არჩევნებიდან მხოლოდ საპირისპირო დასკვნა შეიძლება გამოიტანოს ადამიანმა.

არჩევნებით დამარცხდება ბიძინა ივანიშვილი მას შემდეგ, რაც საპროტესტო ელექტორატი უიმედობას დაძლევს და არჩევნებზე მოვა. იმისთვის, რომ უიმედობა დაიძლიოს ენმ-ის ექსტრემისტულ პოპულიზმს საფუძველი უნდა გამოეცალოს და ამაზე უნდა ვიზრუნოთ.

აღარაფერს ვიტყვი ექსპრეზიდენტის აზროვნებაში თანმიმდევრულობის ტოტალურ დეფიციტზე - მისივე მტკიცებით გაზპრომის მეწილესთან გარიგებულ ძალას, რა თანამშრომლობაზე ესაუბრება, გაუგებარია.

თუ აღარ თვლის გარიგებულებად? - თუ ასეა, მივესალმები თუ ცილისწამებას აღარ გააგრძელებს (ეთიკური ადამიანი ბოდიშსაც მოიხდიდა, მაგრამ უბოდიშობასაც არაუშავს).

რაც შეეხება გაერთიანებას - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს: 

ამ არჩევნებში ენმ-ს ბოიკოტის ნაცვლად რომ ემუშავა და იმის ნახევარი შედეგი დაედო, რაც უგულავამ დადო, ქართული ოცნება სულ მცირე, პირველ ტურში ვერ მოიგებდა.

მოკლედ, ელექტორალური უიმედობა უნდა დაიძლიოს და არჩევნებზე ყველამ თავისი ამომრჩეველი უნდა მიიყვანოს - ეს უნდა იყოს იმ ძალების ამოცანა, ვისაც ქვეყანის მომავალი ადარდებს და არა საკუთარი ძალაუფლება", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი facebook-ში.

შეგახსენებთ, დღეს ექპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში  საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნების წინასწარ შედგებს გამოეხმაურა, სადაც "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა გიგი უგულავამ ხმათა 38.38%, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57.86% მიიღო.

ექსპრეზიდენტის შეფასებით ვანი-ხონის არჩევნებში გიგი უგულავას გამარჯვება გაახარებდა, თუმცა მისი თქმით, ამის 1% შანსიც კი არ არსებობდა. სააკაშვილი უგულავას და მის თანაპარტიელებს ''შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში'' გაერთიანებას სთავაზობს.

უგულავა: გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით არ ივლის

უგულავა: გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით არ ივლის

3 საათის წინ

"ამიტომ მიმაჩნია რომ ბაქრაძე იქნება ის პრეზიდენტი რომელიც ამ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა მშვიდად გაიყვანს ქვეყანას და ჩვენ გვექნება საიმედო პროგნოზირებადი ხვალინდელი დღე", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080