არქიმანდრიტი ეფრემი ილია II-ს: ათონელ მამებს უყვარხართ, პატივს გცემენ და თქვენთვის ლოცულობენ

არქიმანდრიტი ეფრემი ილია II-ს: ათონელ მამებს უყვარხართ, პატივს გცემენ და თქვენთვის ლოცულობენ

"თქვენი ლოცვა-კურთხევით მეორედ ვარ თქვენს ქვეყანაში და ჩვენს თვალწინ არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან ძირძველი ტრადიციები. რომელსაც ჰყავს ბევრი წმინდანი. რომელსაც აქვს ბევრი სულიერი საუნჯე. მაგრამ ამავდროულად ვხედავთ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ბევრი თავგადასავალი გადაიტანა და მრავალმხრივ არის დაჩაგრული", - ამის შესახებ ათონის მთაზე მდებარე ვატოპედის დიდი ლავრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ბარძანა.

"მაგრამ ამ ქვეყნის პირველი ძალას წარმოადგენს უამრავი წმინდანი, რომელთა სახელებიც ვიცით და რომელთა სახელებიც არ ვიცით. ძალიან ბევრი ღირსი წმინდანი გყავთ და ძალიან ბევრი მოწამე. ისინი არიან, ვინც იფარავენ და ხელში უპყრიათ საქართველო. და ეს წმინდანები არიან, რომლებიც გონებას უნათებენ ცოცხალ ადამაინებს, თანამედროვეებს და მათაც სურვილი ებადებათ, დაუბრუნდნენ თავიანთ ფესვებს, გუშინ მოვინახულეთ ღვრთისმოშობლის მშენებარე ტაძარი მახათის მთაზე. და ძალიან გაგვიხარდა, რომ შევხვდით ადამიანებს, რომლებიც თქვენი ლოცვა-კურთხევით ცდილობენ, დაუბრუნდნენ თავიანთ ფესვებს. და მგონია, რომ ასე დაუბრუნდება საქართველო ძველ დიდებას. მგონია, რომ დღეს ეკლესიას დიდი ძალა აქვს ქვეყანაში და თქვენი ლოცვა-კურთხევითა და მეთაურობით ხალსაც შთააგონებს სულიერი ცხოვრებისადმი. თქვენ ის ადამიანი ბრძანდები, რომელიც ქართველების გულში პირველ ადგილზე ბრძანდებით მიუხედავად იმისა, რომ ეს მიზნად არასდროს დაგისახავთ. და როგორც პირად შეხვედრაზეც მოგახსენეთ, მხოლოდ საპატრიარქოშიც რომ ხართ და ხალხმა იცის რომ იქ ხართ, წარმოადგენთ მადლის, ძალისა და შთაგონების წყაროს ადამიანებისათვის.

ყოველთვის ვლოცულობთ, რომ ჩვენმა ქართვემა ძმებმა არ დაივწყონ, რომ პირველი ძალა და საუნჯე საქართველოში არის მართლმადიდებელი სარწმუნოება. ათონელი მამები დიდ პატივს გცემენ, ძალიან უყვარხართ და გულისტკივილითა და სიყვარულით მუდმივად ლოცულობენ თქვენი უწმინდესობისათვის. ღმერთმა თქვენ თავის ანგელოზად მოგავლინათ საქართველოსთვის. თქვენი შრომითა და ღვაწლით იმას მიაღწიეთ, რომ სამღვდელოებაც და ერიც მობრუნდა ეკლისიისკენ და უნდა ისევ ის შეიძინოს, რაც მათმა წინაპრებმა დიდი შრომითა და ღვაწლით შეიძინეს". - ბრძანა არქიმანდრიტმა.

ევროკავშირის პროექტის ინიციატივით, გენდერული თანასწორობაზე სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა

ევროკავშირის პროექტის ინიციატივით, გენდერული თანასწორობაზე სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა

4 საათის წინ

საზაფხულო სკოლა  16-19 ივლისს, კაჭრეთის სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა, რომლის მთავარი თემა  იყო „საერთაშორისო და ეროვნული ინსტრუმენტები გენდერული თანასწორობის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ“.   საზაფხულო სკოლაში...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080