პატრიარქი: ღმერთმა ინებოს, ყოველი ადამიანი იყოს მაშენებელი და მშვიდობისმყოფელი

პატრიარქი: ღმერთმა ინებოს, ყოველი ადამიანი იყოს მაშენებელი და მშვიდობისმყოფელი

"დიდია უფალი და სავურველია მისი საქმენი. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. არის ადამიანი, რომელიც ანგრევს, არის ადამიანი, რომელიც აშენებს. არის ადამიანი, რომელოც ზრუნავს და არის ადამიანი, რომელიც არ ზრუნავს. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენგანი და ყოველი ადამიანი იყოს მაშენებელი, კეთილისმყოფელო, მშვიდობისმყოფელი", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადმიწდა სამების სახელობის ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

"დღეს ჩვენ გვყავს დიდი სტუმრები. ნათქვამია ბრძენი ადამიანებისგან, რომ სტუმარი არის ღვთისაგან და მე ვუყურებ ამ სტუმრებს, როგორც ღვთისაგან გამოგზავნილ ადამიანებს. უპირველეს ყოვლისა, მე მინდა მადლობა შევწირო ღმერთს, რომელმაც მომოვლინა მამა ეფრემი, ათონის წმინდა მთიდან. ეს არის ღვთისაგან გამოგზავნილი პიროვნება და მე ვლოცავ მას ვთხოვ, რომ გადასცეს ჩემი თხოვნა ლოცვა-კურთხევისა ათონის მთის მამებს.

ჩვენთან დღეს ასევე არის ეპისკოპოსი რუსეთის ეკლესიისა სილვა. მრავალრიცხოვნად არიან სტუმრები უკრაინიდან. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უკრაინა დამშვიდდეს, მშვიდობამ დაისადგუროს ამ ქვეყანაში.

მე გულითადად მივესალმები მამა ეფრემს, რომელმაც ჩამოგვიტანა დიდი სიხარული და დიდი მადლი. მე მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვთქვა იმისათვის, რომ მამა ეფრემი ღებულობს ქართველ ბერებს, მორჩილებს და წინამძღვრებს. მისი ლოცვა-კურთხევით შეიქმნა ორი ქართული კელია, სადაც ათონის მთაზე აღდგა ქართული წირვა-ლოცვა. ღმერთმა ინებოს, რომ მრავალჟამიერი იყოს მათი ყოფნა იქ",- განაცხადა პატრიარქმა,

ევროკავშირის პროექტის ინიციატივით, გენდერული თანასწორობაზე სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა

ევროკავშირის პროექტის ინიციატივით, გენდერული თანასწორობაზე სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა

4 საათის წინ

საზაფხულო სკოლა  16-19 ივლისს, კაჭრეთის სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა, რომლის მთავარი თემა  იყო „საერთაშორისო და ეროვნული ინსტრუმენტები გენდერული თანასწორობის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ“.   საზაფხულო სკოლაში...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080