ვიქტორ ვალიუშიცკი: ბელარუსი და ქართველი ხალხის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა

ვიქტორ ვალიუშიცკი: ბელარუსი და ქართველი ხალხის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა

ბელარუსის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 4 დღიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა. როგორც „აიპრესთან" საუბრისას საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ბელარუსის პარლამენტის წევრი ვიქტორ ვალიუშიცკი აცხადებს, 5 კაციანი დელეგაცია 2 დღე თბილისს ეწვევა და 2 დღე ბათუმს.

„ალბათ, იცით იმის შესახებ, რომ ქალაქი ბათუმი და ქალაქი ბრესტი დაძმობილებულები არიან. დაძმობილებას საფუძველი ბრესტის დღეების დროს ჩაეყარა. ბრესტსა და ბათუმს შორის მეგობრობა სწორედ რეგიონის დონეზე გაღრმავდა, ორივე მხრიდან კონტაქტები გაიზარდა, არის ბევრი გეგმა, მოსაზრება და წინადადება. მსიამოვნების ამის შესახებ საუბარი, რადგან ამაში მონაწილეობა მე და საქართველოს ელჩმა ბელარუსში, ბატონმა დავით კოტარიამ მივიღეთ“, - განაცხადა ჯგუფის ხელმძღვანელმა. 

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფს კონკრეტული გეგმები აქვს, საუბარია როგორც ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობაზე, ასევე გაცვლით ურთიერთობებზე კულტურის სფეროში. 

„ასევე გვინდა ტურისტული ღონისძიებები დავგეგმოთ და ამის რეალურად განხორციელებისთვის ყველაფერი გვაქვს. საქართველოს დელეგაციას, რომელიც ახლა იყო ჩამოსული ბელარუსში, ვაჩვენეთ ის პოტენციალი, რაც ქალაქ ბრესტს აქვს. შეხვედრის დროს გამოითქვა მოსაზრებები როგორი უნდა იყოს ჩვენი შემდგომი ურთიერთთანამშრომლობა. 

მინდა გითხრათ, რომ ბელარუსის პირველი სავაჭრო-სამრეწველო დელეგაცია, რომელიც ჩვენი ადგილობრივი მეწარმეებისგან შედგებოდა, უკვე იმყოფებოდა ბათუმში, სადაც სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრეს. ახლა იგეგმება მეორე ჯგუფის ჩასვლა, სულ სხვა საკითხები დადგება დღის წესრიგში. უკვე მიღწეულია შეთანხმება მანდარინის, წვენების და ღვინის შემოტანაზე, რა თქმა უნდა, ეს რეგიონის დონეზე".

ვიქტორ ვალიუშიცკის თქმით, თბილისში შეხვედრები შედგება საქართველოს პარლამენტში. 

„3 წლის უკან საქართველოსა და ბელარუსის პარლამენტში შეიქმნა "მეგობრობის" ჯგუფი. გასული წლის სექტემბერში ოფიციალური ვიზიტით ვიყავი თბილისსა და ქუთაისში. ჩვენი ეს ვიზიტი, უკვე არაოფიციალურია, ანუ სამუშაო ხასიათისაა, თუმცა კონტაქტები გრძელდება. 

ნოემბერში მინსკში იგეგმება საქართველოდან "მეგობრობის" ჯგუფის ვიზიტი. ჩვენი ურთიერთობები ღრმავდება სახელმწიფოების დონეზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტები რეგიონის დონეზე, რასაც ძალინ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ეს მნიშვნელოვანი მომენტია და ამის დასტურია ქართული დელეგაციის ყოფნა ბრესტში. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თქვენს ელჩს საქართველოში, ბატონ დავითს, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ ბელარუსი და ქართველი ხალხის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს და კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს.

ჩვენი ხალხი სულიერად ახლოს არის ერთმანეთთან. ჩემი აზრით, ჩვენ სწორი გზით მივდივართ. ეს იმპულსი კი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტებმა უმაღლესი დონის შეხვედრით მოგვცეს.

ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში. 2 დღიანი ვიზიტით ვიყავი თბილისსა და ქუთაისში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვქონდა, ბევრი ღირსშესანიშნაობა ვნახეთ. რაც ამ მცირე დროში დავინახე, ქართველები კოლორიტი და საინტერესო ხალხია".

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

11 საათის წინ

მისი თქმით, არასერიოზული ოპოზიცია გვყავს და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ფრანგებს, რაც საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის. „რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151