წყალტუბოში, ტურისტული სეზონის დაწყების სამზადისთან დაკავშირებით, კონცერტი გაიმართა

წყალტუბოში, ტურისტული სეზონის დაწყების სამზადისთან დაკავშირებით, კონცერტი გაიმართა

  • iRegions.Ge
  • 27 აპრილი, 2018
  • 09:06
  • ადმინისტრატორი

წყალტუბო ტურისტული სეზონისთვის ემზადება, ადგილობრივმა თვითმმართველობამ თანაქალაქელებსა და აქ ჩამოსულ სტუმრებს მუსიკალური სიურპრიზი მოუწყო. პირველად მწვანე ქალაქში, განახლებულ სიყვარულის ხიდთან კინო -მუსიკის საღამო გაიმართა. კონცერტზე ცნობილი ქართული და უცხოური კინო მუსიკის შედევრები გააჟღერეს კომპოზიტორებმა ზაზა კილასონიამ, ერეკლე დიდიამ, ახალგაზრდა შემსრულებლებმა: გოჩა ჩოგოვაძემ და მიმი ჯავახიშვილმა.

"პირველი ნაბიჯი წყალტუბოს ცენტრალური პარკის გალამაზებისა და გაცოცხლების მხრივ უკვე გადავდგით, მიხარია, რომ სიყვარულის ხიდთან განთავდა სიყვარულის სკამი, გვაქვს ბევრი საინტერესო იდეა, ჩანაფიქრი, რომელსაც ზაფხულის განმავლობაში განვახორციელებთ, კონცერტების გამართვასთან ერთად გვინდა შესაბამისად მოვაწესრიგოთ და ახალი სიცოცხლე შევძინოთ იმ ადგილებს, სადაც სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ჩატარდება, ვფიქრობ ეს შეუქმნის პოზიტურ განწყობას როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე წყალტუბოში ჩამოსულ დამსვენებლებსა და ტურისტებს’’’- განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა, მანვე თანადგომისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა მოახსენა ააიპების: კეთილმოწყობის, დასუფთავების, კულტურისა და ტურიზმის ცენტრების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, სასტუმრო "პრომეთეს’’ მენეჯერსა და ადმინისტრაციას. 

კინო-მუსიკის საღამოს ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები ესწრებოდენენ.

სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები მელაანი და ჩალაუბანი დააზარალა

სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები მელაანი და ჩალაუბანი დააზარალა

18 სექტემბერი, 2018

წინასწარი ინფორმაციით, დასეტყვილია ვენახები. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, მერიის თანამშრომლები ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.ზარალის ოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088