"არემჯი" დაბა კაზრეთში რეკრეაციული ზონების რეაბილიტაციას ახორციელებს

"არემჯი" დაბა კაზრეთში რეკრეაციული ზონების რეაბილიტაციას ახორციელებს

დღეს "არემჯის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ დაბა კაზრეთში, კომპანიის მიერ გარემონტებული სკვერი მოინახულა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი  თავშეყრის ადგილია. ამის შესახებ ინფორმაციას "არემჯი" ავრცელებს.

სკვერის რეაბილიტაცია, ადგილზე ძველი კედლის დემონტაჟს და ახლის აშენებას, ტუფის  და ბაზალტის ფილებით მის მოპირკეთებას, დასასვენებელი სკამების, მაგიდების, სანაგვე ურნების და განათების მონტაჟს ითვალისწინებდა. ადგილზე მოეწყო სასმელი წლის შადრევანი.

"სკვერის რეაბილიტაცია „არემჯის“  სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.  მშვენიერი დასასვენებელი ადგილი გამოვიდა, რომელსაც ჩვენც სიამოვნებით ვეწვევით ხოლმე. ადგილობრივი მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს კარგ პირობებს და კომპანია მზად არის მათ მაქსიმალურად კარგი დასასვენებელი გარემო შეუქმნას", - განაცხადა "არემჯის" აღმასრულებელი დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.

წარმოების დირექტორთან ერთად, ჯონი შუბითიიძემ  კაზრეთში ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის და მასთან არსებული სკვერის მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც დაათვალიერა. სარეაბილიტაციო პროექტი, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდება სკვერის სრულად განახლებას ითვალისწინებს. ადგილზე მოეწყობა სასეინო ბილიკები, მოედნები, განახლდება სამამულო ომში დაღუპულ გმირთა სტელა. დაბა კაზრეთში  ორი რეკრეაციული ზონის  რეაბილიტაციის პროექტში  კომპანია 100 000 ლარს დახარჯავს.

თბილისის ტექნოპარკში "სტარტაპ კვირეული" გაიხსნა

თბილისის ტექნოპარკში "სტარტაპ კვირეული" გაიხსნა

22 საათის წინ

"სტარტაპ კვირეული" პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის  გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმართება. კვირეულის მიზანია საქართველოში...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054