დეკანოზი ილია: კანის ფერის გამო ადამიანის სიძულვილი ადამიანს განაშორებს ღმერთს

დეკანოზი ილია: კანის ფერის გამო ადამიანის სიძულვილი ადამიანს განაშორებს ღმერთს

"ამ ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე საჯარო შემთხვევა, მათ შორის თბილისის წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში ჯვარდაწერილი წყვილის მიმართ წამოსული შეუფერებელი რიტორიკა სოცქსელში. რაც აუცილებელს ხდის რასიზმის თემის შესახებ ორიოდე სიტყვა ვთქვა", - ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს. 

"რასიზმი კაცობრიობის ისტორიაში ერთერთი ყველაზე სამარცხვინო და საშინელი მოვლენაა: კანის ფერი არ განასხვავებს ადამიანურ ბუნებას, ყველა ვართ ადამის შვილები, ადამის მოდგმა, მოწოდებულნი ღვთის შვილობისათვის და განღმრთობისათვის! კანის ფერის გამო ადამიანის სიძულვილი ადამიანს განაშორებს ღმერთს, რადგან ამით ადამიანი ღვთის ქმნილებას, ღვთის ხატებას და მსგავსებას იძულებს და გმობს.

ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რასიზმი არაა მხოლოდ თეთრებს მიერ შავების სიძულვილი, არანაკლებია შავების მიერ თეთრების დისკრიმინაციის რეალობა დედამიწაზე. უნდა ვიცოდეთ, ელემენტარული ბიოლოგიური ჭეშმარიტება, რომ ადამიანის რასების ანთროპოლოგია განპირობებულია ბუნებრივი კლიმატური პირობებით და არ უკავშირდება არანაირად რაიმე საღვთისმეტყველო მიზეზებს. ყველა ადამიანი ღვთის შვილია განურჩევლად რასისა და ეთნოსისა", - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე facebook-ში.

სლოვენიაში ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

სლოვენიაში ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

2 საათის წინ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. თურქეთში, ქალაქ ანკარაში სასტუმრო შერატონის შენობა; ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237