კვიციანი: როცა ქართველებს, რუსებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ნაბიჯი გადაიდგა, ხელად გვახსოვს ტატუნაშვილი

კვიციანი: როცა ქართველებს, რუსებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ნაბიჯი გადაიდგა, ხელად გვახსოვს ტატუნაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელის გიორგი ლომიას რუსეთში ვიზიტი "რუსთავი 2"-ისგან შეიტყო.

"სამწუხაროა, "რუსთავი 2"-მა იცის გიორგი ლომია სად იმყოფება და მე არ ვიცი. არ ვიცი, ჯერჯერობით არავის უთქვამს არაფერი", - დასძენს ემზარ კვიციანი. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიების დასაბრუნებლად მუდმივად უნდა დგამდეს ნაბიჯებს. თუმცა, როცა ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს და ოპოზიცია დგამს ნაბიჯებს, ამაში ცუდი არაფერია.  

"არ უნდა იყოს ხელისუფლება გაჩერებული, მუდმივად უნდა დგამდეს ნაბიჯებს ტერიტორიების დასაბრუნებლად და არა მარტო ტერიტორიების, თვითონ ხალხის, რომლებიც ჩვენი ძმები არიან და დავკარგეთ -აფხაზები და ოსები. 

როდესაც გაჩერებულია და თითქოს გველის ნაკბენივით ვერაფერს ახერხებს ხელისუფლება, მაშინ ოპოზიციამ და დანარჩენმა პოლიტიკოსება  რაღაც ნაბიჯი გადაიდგან ამაში არაფერს არ ვხედავ ცუდს. მაგრამ ცუდი ის არის, რომ როდესაც უკვე დაიძრა ქართველებს, რუსებს, აფხაზებს და ოსებს შორის და გადაიდგა ნაბიჯი, ხელად გვახსოვს ტატუნაშვილი. 

ხანდახან მირეკავენ მე ჟურნალისტები, 15-20-ჯერ, მე არ ვიღებ ტელეფონს, არ მინდა, მაგრამ 21-ე ჯერ ხომ ვიღებ ტელეფონს, ანუ შანსი არის, ამიტომ, ერთხელ ვცადოთ, მეორედ, მესამედ და გამოჩნდება შანსები", - აღნიშნა ემზარ კვიციანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

36 წუთის წინ

მთავრობის მეთაურმა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს ვიზიტისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საუკუნოვანი ისტორია აღინიშნება პირველი დემოკრატიული...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237