"ფანჯარას ვერ გააღებ ზაფხულში", - ლანჩხუთის მოსახლეობა ჰაიდელბერგ-ცემენტის მუშაობას აპროტესტებს

  • iRegions.Ge
  • 23 აპრილი, 2018
  • 06:30
  • ადმინისტრატორი

გურიაში, სუფსაში არსებულ ჰაიდელბერგ-ცემენტის ადმინისტრაციული შენობის ლანჩუთის მუნციპალიტეტის მოსახლეობა შეიკრიბა და აქციას მართავს, სოფელი სუფსისა და ტაბანას მოსახლეობა ქარხნის მუშაობას აპროტესტებს და აცხადებენ, რომ არსებული ქარხანა აბინძურებს გარემოს და შეუძლებელს ხდის მიმდებარედ ცხოვრებას.
"ფანჯარას ვერ გააღებ ზაფხულში, შემოდის მტვერი. არ შეიძლება ამის გაჩერება, საერთოდ უნდა მოვაშოროთ აქედან. ჩვენი მოთხოვნა ის არის რომ მოაშორონ, ამას ფილტრიც არ უშველის!", - განაცხადა ადგილობრივმა "რუსთავი 2"-თან..

ადგილობრივები ქარხხნის მოტყუებით აშენებაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქ ცემენტის ქარხანა იქნებოდა.

"მოტყუვდა მოსახლეობა, თავიდან უთხრეს, რომ ეს არ იქნებოდა ცემენტის ქარხანა და იქნებოდა მხოლოდ მშრალი მასალების შემნახველი საწარმო, ასევე უთხრეს, რომ დასაქმდებოდნენ ადგილობრივები.

რომ მოხვიდეთ და ნახოთ მცენარეები რას გავს, გადათეთრებულია ყველაფერი და წარმოგიდგენიათ როგორ პირობებში გვიწევს ცხოვრება?", - განაცხადა აქციის მონაწილემ. 

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე მჟავანაძის განცხადებაზე: ეს იყო პროვოკაცია

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე მჟავანაძის განცხადებაზე: ეს იყო პროვოკაცია

14 საათის წინ

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე გიორგი ღორჯომელიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დათო მჟავანაძის განცხადებას გამოეხმაურა.  "ეს იყო პროვოკაცია. სამწუხაროდ,  ამ პრვოკაციში მონაწილეობდა პიროვნება, რომელიც მუშაობს გუბერნიაში...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212