კომპანია "არემჯი" განცხადებას ავრცელებს

კომპანია "არემჯი" განცხადებას ავრცელებს

თეთრიწყაროს რაიონში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ, რომ ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოს, კომპანია "არემჯიმ" ღიად და გახსნილად აცნობა საზოგადოებას თეთრიწყაროს რაიონში ახალი პროექტის დაწყების შესახებ. სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" გამართულ შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს, სრული ინფორმაცია წარედგინათ პროექტით დადგეგმილი სამუშაოების შესახებ მათ შორის, ტყით სარგებლობასთან და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "არემჯი" ავრცელებს.

ბნელი ხევის  საბადოს ათვისების პროექტი კარიერის და სანაყაროს მოწყობას ითვალისწინებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 20 000 000 ლარს შეადგენს. ადგილზე კომპანია აშენებს საერთო სარგებლობის საგზაო ინფრასტრუქტურას, ხოლო პროექტის სრული დატვირთვით ამუშავებისას რაიონში შეიქმნება დამატებით 300-მდე სამუშაო ადგილი. თეთრიწყაროს ადგილობრივ ბიუჯეტში კომპანია გადასახადების სახით არანაკლებ 5 160 000 ლარს გადაიხდის.

თეთრიწყაროს რაიონში, კომპანია "არემჯის" სალიცენზიო ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის სამუშაოები სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2017 წლის მაისში გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე მიმდინარეობს. ტყითსარგებლობის სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობისა და სატყეო სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის პირობების შესაბამისად ხორციელდება. სამუშაოების მონიტორინგსა და ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწარმოებს. მნიშვნელოვანია, რომ ტყითსარგებლობის უფლებისათვის კომპანიას გადახდილი აქვს კომპენსაცია 1 017 312 ლარი, რომელიც ტყის ფონდის აღდგენას მოხმარდება. გარდა ამისა, მოჭრილი ხეები რომელიც განთავსებულია თეთრიწყაროს რაიონში სატყეო სააგენტოს გადაეცემა. ეროვნული სატყეო სააგენტო შეშას სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემს ან გაყიდის აუქციონის გზით,  სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მონაწილეობის მიღება.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ტყის გაშენების ვალდებულებას, კომპანია "არემჯი" სოფელ მარტყოფში ტყის განაშენიანების პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 2017 წელს კომპანიამ უკვე დარგო 6000 ფიჭვის ნერგი, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 25 000 ნერგს დარგავს. აღნიშნული პროექტი არ ატარებს ერთჯერად ხასიათს  და ის მომავალშიც გაგრძელდება, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

კომპანია სრული პასუხიმგებლობით აცხადებს, რომ არც ახლა და არც მომავალში არანაირი საფრთხე არ შეექმნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ფიტარეთის მონასტერს და ხულუტის ციხეს ( ფიტარეთის მონასტერი საბადოდან 2.5 კილომეტრით, ხოლო ხულუტის ციხე 1.3 კილომეტრით არის დაშორებული). კომპანიის მიერ უკვე ჩატარებულია არა ერთი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ დაგეგმილი სამუშაოები არ მოახდენს არანაირ უარყოფით ზეგავლენას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. "არემჯი" აქტიურად თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და სამუშაოების დაგეგმვისას და განხორციელებისას სააგენტო ახორციელებს ძეგლების უწყვეტ მონიტორინგს.

გარდა ამისა, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, "არემჯი" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისათვის 1 700 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. აქედან  ფიტარეთის მონასტრის რეაბილიტაციისათვის  200 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

SOLO და Eastern Promotions, Black Sea Arena-ზე წარმოგიდგენთ ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტს

SOLO და Eastern Promotions, Black Sea Arena-ზე წარმოგიდგენთ ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტს

3 საათის წინ

2017 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი კონცერტი არტისტმა წელს, ზაფხულში გადმოიტანა.შარშან შეძენილი ბილეთებით მაყურებელი Black Sea Arena-ზე შესვლას  შეუფერხებლად შეძლებს. 16 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია 30 ივნისის კონცერტზე; 17 სექტემბრის ბილეთებით...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054