კასპში ქართული ენის დღის კვირეული დასრულდა

კასპში ქართული ენის დღის კვირეული დასრულდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის, სახელოვნებო სკოლების გაერთიანების  მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება  „ო, ენავ ჩემო“ გაიმართა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ქართული ენის შესახებ მონტაჟი წარმოადგინეს. გამომსვლელებმა გაიხსენეს 1978 წლის ქართული ენის დაცვის მიზნით გამართული აქცია, ისაუბრეს ენის სიწმინდის, უცხო სიტყვებისგან გათავისუფლების და მომავალი თაობის ქართული ენით სწორი მეტყველების შესახებ.

დასარულს საკუთარი ლექსები წაიკითხა ახალგაზრდა პოეტმა ზვიად ნავროზაშვილმა. მუნიციპალიტეტში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ამით კვირეული დასრულდა.

25 მაისის 00:01- დან - 25 მაისის 09:00 საათამდე სამტრედიაში ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

25 მაისის 00:01- დან - 25 მაისის 09:00 საათამდე სამტრედიაში ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

2 საათის წინ

წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია გეგმიური სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054