"ამბასადორი კაჭრეთში", 340 ლარად დღეში, სასტუმროს ყველა მომსახურების მიღებაა შესაძლებელი

"ამბასადორი კაჭრეთში", 340 ლარად დღეში, სასტუმროს ყველა მომსახურების მიღებაა შესაძლებელი

სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთი“ გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში მდებარეობს. იგი  თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 75 კილომეტრზეა. სასტუმრო  მომსახურებების დიდ არჩევანს სთავაზობს დამსვენებელს, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავი გოლფის მოედანი, დიდი ჩოგბურთის კორტები, მაგიდის ჩოგბურთი, სავარჯიშო დარბაზი, ბილიარდის მაგიდები და ღია საცურაო აუზია.

სასტუმროს ოთახების ინტერიერი კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი,  სადაც კომფორტისათვის აუცილებელი ისეთი კომპონენტებია, როგორებიცაა: კონდიციონერი, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი, მაღალი სტანდარტების სააბაზანო ოთახი, მინი-ბარი და კომფორტული ავეჯი. სასტუმრო „ამბასადორი“-ს რესტორანი სტუმრებს გამორჩეულ ინტერიერს, ქართულ გარემოს და ღვინოების დიდ ასორტიმენტს სთავაზობს.

„ამბასადორში“ არსებული მომსახურების მიღება დამსვენებელს ლოპოტას და ყვარლის ტბისგან განსხვავებით, სასტუმროში დარჩენის გარეშეც შეუძლიათ. თუმცა როგორც  „ამბასადორი კაჭრეთის“ გენერალური მენეჯერი გიორგი ზარნაძე ამბობს, ასეთ შემთხვევაში ტერიტორიაზე შესვლა 50 ლარი ჯდება.

„სასტუმროში 76 კეთილმოწყობილი ნომერია, პლუს გვაქვს 1,  4-ნომრიანი კოტეჯი. გასართობი საშუალებებიდან საცურაო აუზი, მინიგოლფი, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი, ჩოგბურთი, კალათბურთი და ფეხბურთის მოედანი. ეს ყველაფერი ნომრის ღირებულებაში გათვალისწინებულია. ასევე გვაქვს ნომრის ღირებულების გარეთ პროფესიონალური გოლფის მოედანი. მართალია, ნომრის ღირებულებაში არ შედის, მაგრამ შეღავათიან ფასად შეუძლიათ, შეისწავლონ სპორტის ეს სახეობა. ტრენერი, აღჭურვილობა - ყველაფერია აბსოლუტურად. ნომრის მომსახურებაში შეგვიძლია გავაკეთოთ როგორც მხოლოდ საუზმე, ასევე სამჯერადი კვებაც. სტანდარტული ნომერი დილის საუზმით 245 ლარი ღირს, სამჯერადი კვებით - 340 ლარი. 50 ლარი ღირს ტერიტორიაზე შემოსვლა. რესტორანი, ბარი, ლაუნჯი, შეგიძლიათ ყველაფერი გამოიყენოთ და შეუკვეთოთ შემოსვლის შემდეგ“, - განაცხადა გიორგი ზარნაძემ.

„ამაბასადორი კაჭრეთის“ გენერალურმა მენეჯერმა იმ სიახლეებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც სამომავლოდ უნდა განახორციელონ:

„სექტემბრიდან ჩვენთან იხსნება საუნა და დახურული აუზი, თავისი სატრენაჟორო დარბაზით. წლის ბოლოს უნდა გაიხსნას საჯინიბო. გვეყოლება ძალიან კარგი ჯიშის ცხენები“, - აღნიშნა ზარნაძემ.

მისი თქმით,  უცხოელები გოლფის სათამაშოდ შაბათ-კვირას სტუმრობენ კაჭრეთს. თუმცა სასტუმროს მომხმარებელთა 70% ქართველია, 30% უცხოელი. რაც შეეხება ტურისტული სეზონს, აქტიურად მუშაობენ  და გენერალური მენეჯერის თქმით, საკმაოდ დატვირთულებიც არიან.

ყვარლის ტბაზე ერთი დღით დასვენება 260-დან 315-ლარამდე ჯდება

კომპლექს "ლოპოტა რეზორტში" ერთი დღით დასვენება 195 დოლარი ღირს

ბახტაძე: ყველას გილოცავთ ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან - დამოუკიდებლობის დღეს

ბახტაძე: ყველას გილოცავთ ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან - დამოუკიდებლობის დღეს

40 წუთის წინ

"მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღე-26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე! ზუსტად 100 წელი გავიდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. გისურვებთ ერთიან, დემოკრატიულ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237