ლევან დავითაშვილმა "საყდრისის კომიტეტის" წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ლევან დავითაშვილმა "საყდრისის კომიტეტის" წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი"საყდრისის კომიტეტის" წევრებს შეხვდა. 

„შეხვედრის მიზანი იყო, მიგვეწოდებინა მინისტრისთვის ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია ბოლნისისა და დმანისის რაიონში შექმნილი მძიმე ეკოლოგიური ვითარების შესახებ და გვესაუბრა იმ სქემაზე, რომლის მეშვეობითაც კომპანია "არემჯი გოლდი" წლების განმავლობაში ახერხებდა ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდებას. გარდა ამისა, ლევან დავითაშვილს გავაცანით ჩვენი ხედვები პრობლემის დაძლევის გზებთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბოლნისისა და დმანისის რაიონებში სიტუაცია მართლაც მძიმეა და დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებების გეგმაზე, რომლის დაუყონებლივ აღსრულებაც დაევალა კომპანია "არემჯი გოლდს''. მეტიც, ლევან დავითაშვილი დაგვპირდა, რომ მისი უწყების პოზიცია კომპანიასთან მიმართებაში იქნება მტკიცე და ამასთანავე სურვილი გამოთქვა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს გარდა პროცესის მონიტორინგში სრულად იყოს ჩართული "საყდრისის კომიტეტიც" . მინისტრის ეს ინიციატივა ჩვენი მხრიდან მისასალმებელია“- აცხადებენ აქტივისტები.

შეხვედრაზე „საყდრისის კომიტეტის" წევრებმა ასევე ვრცლად ისაუბრეს იმ ზიანზე, რომელიც კომპანიის საქმიანობის შედეგად ადგება "ბნელი ხევის" უნიკალურ ტყის მასივებს და კულტურულ მემკვიდროებას და მოითხოვეს მკაცრი მონიტორინგი კომპანიის მიერ ხეების უმოწყალოდ ჩეხვის პროცესზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ უწყების დეპარტამენტების ხელმძღვანელებიც.

სუბარი: ქალბატონი სალომეს პრეზიდენტობა ნიშნავს მეტ ევროპას საქართველოში

სუბარი: ქალბატონი სალომეს პრეზიდენტობა ნიშნავს მეტ ევროპას საქართველოში

7 საათის წინ

„ქალბატონი სალომე არ არის „ქართული ოცნების“ წევრი. ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს. ქალბატონი სალომე პარტიის წევრიც რომ იყოს, მაშინაც დამოუკიდებელი იქნებოდა, რადგან დამოუკიდებელი პიროვნებაა და...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172