გომელაური: ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების პრევენციის კუთხით აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვართ

გომელაური: ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების პრევენციის კუთხით აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვართ

"ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების პრევენცია და მათზე რეაგირება სახელმწიფო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღნიშნულ სფეროში მიღწეული წარმატებების კუთხით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელმა პარლამენტში, პლენარი სხდომაზე სუს-ის 2017 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარდგენისას განაცხადა.

"საანგარიშო პერიოდში გაიმართა 2 მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც უცხოელ პარტნიორებთან და დონორებთან განხილული იქნა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებებით ეროვნულ დონეზე არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ამ მიმართულებით სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამ მასალებისა და ნივთიერებების არალეგალური ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას. სამსახური ახორციელებს საზღვარზე არსებული რადიაციული კონტროლის სისტემების ტექნიკური და პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მიმართულებით ჩვენი მთავარი პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტი.

ჩვენს საქმიანობაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. სამსახური ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სტრუქტურებთან კოორდინაციის პარალელურად, აქტიურადაა ჩართული პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობაში.

აღსანიშნავია ევროპის და ამერიკის შეერთებულ შტატების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ჩვენი სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით, გასული წლის განმავლობაში გაფორმდა 4 საერთაშორისო შეთანხმება, მათ შორის, „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის გაცვლის შესახებ“.
სისტემატურად მიმდინარეობს საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების ატაშეებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლებთან ინფორმაციის გაცვლა და მათ მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სემინარებზე სამსახურის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება", - განაცხადა ვახტანგ გომელაური.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

34 წუთის წინ

მთავრობის მეთაურმა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს ვიზიტისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საუკუნოვანი ისტორია აღინიშნება პირველი დემოკრატიული...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237