"პირი ჭამისთვის არის" - უგანდას პრეზიდენტს ორალური სექსის აკრძალვა სურს

"პირი ჭამისთვის არის" - უგანდას პრეზიდენტს ორალური სექსის აკრძალვა სურს

უგანდას პრეზიდენტის განცხადებით, მას ორალური სექსის აკრძალვა სურს, რადგან მისი თქმით, პირი ჭამისთვის არის განკუთვნილი.

უგანდას პრეზიდენტი იოვერი მუსევენი აცხადებს, რომ ეს "აუთსაიდერების" (უცხოელების) ბრალია, რომლებმაც უგანდაში ორალური სექსი შემოიტანეს.

"ნება მომეცით, ვისარგებლო ამ შემთხვევით და გავაფრთხილო ჩვენი მოსახლეობა აუთსაიდერების მიერ შემოტანილი არასწორი პრაქტიკების შესახებ. ერთ-ერთი მათგანი არის, როგორც ისინი უწოდებენ - ორალური სექსი. პირი ჭამისთვის არის და არა სექსისთვის. ჩვენ ვიცით სექსის მისამართი, ჩვენ ვიცით, სადაც სექსი შეიძლება იყოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მუსევენმა 2014 წელს ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ აქტს მოაწერა ხელი, რის შედეგადაც უგანდაში ჰომოსექსუალობა კანონით აკრძალულია. აქტის მიხედვით, დამნაშავედ მიიჩნევა ის ადამიანიც, ვისაც სხვისი ჰომოსექსუალობის შესახებ ექნება ინფორმაციას და არ განაცხადებს ამის შესახებ.

მაიკ პომპეო: სირიასა და უკრაინაში რუსეთის ქმედებები უსარგებლოა

მაიკ პომპეო: სირიასა და უკრაინაში რუსეთის ქმედებები უსარგებლოა

7 წუთის წინ

სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც აშშ-სა და რუსეთს ეროვნული ინტერესების მოქმედება შეუძლიათ, ისინი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთად მუშაობენ. "ისინი [რუსები] უკრაინასა და სირიაში...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172