ფოთში, ნატოს დღეების ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ფოთში, ნატოს დღეების ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ფოთში, ნატოს დღეების ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი, ტორსტენ დერიკი უძღვებოდა.

მან ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და საინფორმაციო შეხვედრის დიდი ნაწილი, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ საუბარს დაეთმო.

ცნობისათვის, ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.

ნატოს დღეები საქართველოში ოფიციალურად 16 აპრილს გაიხსნა და 1 მაისამდე გაგრძელდება.

ნინო თვალთვაძე USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების ადმინისტრატორის მოადგილე ბროკ ბირმანს ​​შეხვდა

ნინო თვალთვაძე USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების ადმინისტრატორის მოადგილე ბროკ ბირმანს ​​შეხვდა

29 წუთის წინ

შეხვედრის მიზანს ქალაქ ქუთაისსა და USAID-ის ღია მმართველობის პროგრამას შორის არსებული თანამშრომლობის მიღწევების განხილვა წარმოადგენდა. ისევე როგორც პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობა. ,,ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთად ვსხედვართ...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126