ეკა ბესელიამ და ევროკავშირის წარმომადგენლებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის თაობაზე ისაუბრეს

ეკა ბესელიამ და ევროკავშირის წარმომადგენლებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის თაობაზე ისაუბრეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია  ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო  „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს და ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების წინაშე აღებულ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს.

მხარეებმა ისაუბრეს  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის მიმართულებებზე, უფლებამოსილებებზე, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევაზე, სამსახურის დამოუკიდებლობაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სხვა უწყებებთან ურთიერთობების საკითხებზე და სხვა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,  ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ კანონპროექტის საკომიტეტო  განხილვამდე, კომიტეტი დეტალურად გაეცნობა ყველა დაინტერსებული მხარის მიერ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს და წინადადებებს. მისივე თქმით, კანონის მიღების შემდეგ კომიტეტი მისი იმპლემენტაციის პროცესზე მონიტორინგს განახორციელებს.

აღინიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახური, რომლის უფლებამონაცვლედაც  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განისაზღვრება, ეფექტურად ახორციელებდა მასზე დაკისრებულ საქმიანობას.

შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ახალი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომლის უფლებამოსილებებშიც, ასევე შევა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება, შეძლებს მისი უფლებამოსილებების სრულყოფილად განხორციელებას.

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

1 საათის წინ

"ტყიბულს შახტები გახდა ადამანების სიკვდილის მიზეზი და ადგილი. ამიტომ პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება-შახტები დაიხურება და არ გაგრძელდება მუშაობა ვიდრე არ დასრულდება გამოძიება და საერთაშორისო ექსპერტიზა და არ გვეცოდინება რომ უსაფრთხოა...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040