არგენტინის პრეზიდენტი რუსეთში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრება

არგენტინის პრეზიდენტი რუსეთში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრება

არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი რუსეთში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრება. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთში არგენტინის ელჩმა ერნესტო ლაგიორიომ განაცხადა.  

დიპლომატმა აღნიშნა, რომ მაკრიმ რუსეთში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ იანვარში განაცხადა.
"მაკრი არის ადამიანი, რომელიც თავის სიტყვას ასრულებს“, - განაცხადა მან. "პრეზიდენტი მეუღლესთან, შესაძლოა, თავის ქალიშვილთან ერთად პირველ ორ მატჩს დაესწროს. შემდეგ, ისინი ფინალისთვის დაბრუნდებიან",- დასძინა ელჩმა.

„სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით არგენტინის პოზიციაზე საუბრისას ელჩმა აღნიშნა: "ჩვენ ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით სიცხადე გვინდა. უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე".
„სკრიპალის საქმის“ გამო, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრებაზე რამდენიმე ქვეყანამ უარი განაცხადა.
კერძოდ, აღნიშნულის შესახებ ისლანდიის ხელისუფლებამ განაცხადა. გადაწყვეტილების მიღებას შვედეთი და დანიაც გეგმავს. გარდა ამისა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები რუსეთში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან. საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაცია (FIFA) აცხადებს, რომ თითოეული ქვეყნის ოფიციალური პირები ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაში თავისუფალნი არიან.

დონალდ ტრამპი: ყალბ მედიას რუსეთთან კონფრონტაცია და ომი სურს

დონალდ ტრამპი: ყალბ მედიას რუსეთთან კონფრონტაცია და ომი სურს

25 წუთის წინ

„ყალბ მედიას რუსეთთან სერიოზული კონფრონტაცია ძალიან სურს. ასეთმა დაპირისპირებამ, შესაძლოა ომი გამოიწვიოს“,-დაწერა დონალდ ტრამპმა. თეთრი სახლის ლიდერის შეფასებით, ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობების გაუმჯობესებას...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126