პრეზიდენტი 19 აპრილს კახი კახიშვილსა და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდება

პრეზიდენტი 19 აპრილს კახი კახიშვილსა და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 19 აპრილს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახი კახიშვილსა და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი კახი კახიშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ სრულიად არაადეკვატური და ბინძური კამპანიის ფონზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით აწარმოა კოალიციამ "ქართული ოცნება" და "ევროპულმა საქართველომ" მიესალმება მინისტრ კახიშვილის ძალიან კონსტრუქციულ, საქმიან პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„დღეს მქონდა კომუნიკაცია ბატონ მინისტრთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ ხუთშაბათს შედგება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შორის", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
 

თაკო ჩარკვიანი: მე პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

თაკო ჩარკვიანი: მე პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

12 საათის წინ

"400 000 ამომრჩეველი რომ ჰყავს იმ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც მე ხმას არ ვაძლევ და მეტს გეტყვით, ამ ხელისუფლების მოყვანაში, ჩემი როგორც ერთი მოქალაქის დიდი წვლილი იყო. მე მიხეილ სააკაშვილისთვის ხმა არ მიმიცია. მთელი ამდენი ხნის...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072