საფრანგეთი სირიის პრეზიდენტს ღირსების ლეგიონის ორდენს ჩამოართმევს

საფრანგეთი სირიის პრეზიდენტს ღირსების ლეგიონის ორდენს ჩამოართმევს

საფრანგეთის ხელისუფლება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადისთვის ღირსების ლეგიონის ორდენის ჩამორთმევას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას BFM.TV ელისეის სასახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ელისეის სასახლე ადასტურებს, რომ მიმდინარეობს დისციპლინური პროცედურა ღირსების ლეგიონის ორდენის ჩამორთმევის თაობაზე, რომლითაც ბაშარ ასადი დაჯილდოვდა", - განაცხადა ელისეის სასახლის წარმომადგენელმა.

ტელეარხის ინფორმაციით, პროცედურას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს. სირიის პრეზიდენტი ორდენით 2001 წელს დააჯილდოვეს.
პარიზი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს. საფრანგეთმა ამერიკასთან და ბრიტანეთთან ერთად სირიის წინააღმდეგ საჰაერო იერიშები 14 აპრილს, ღამით განახორციელა. დასავლეთის კოლიაციამ 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სირიაში განხორციელებულ ავიაიერიშებს „სრულიად ლეგიტიმური“ უწოდა. მან დასძინა, რომ საფრანგეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებთან ერთად მოქმედებდა. თავად ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ დასავლეთმა კონტროლი დაკარგა. 

The America's Got Talent-ში ნომრის შესრულებისას აკრობატი ჩამოვარდა (ვიდეო)

The America's Got Talent-ში ნომრის შესრულებისას აკრობატი ჩამოვარდა (ვიდეო)

2 საათის წინ

თვალებახვეულ აკრობატს თავისი პარტნიორი ხელით ეჭირა და სხვადასხვა ნომრებს ასრულებდა. თუმცა, მოულოდნელად, აკრობატი ჩამოვარდა და სცენაზე დაეცა, სადაც იმპროვიზირებული ცეცხლი ენთო. გოგონა წამოდგა და თქვა, რომ ის ნომერს კვლავ გაიმეორებდა, მაგრამ...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126