საქართველოში შვედეთის პროფკავშირების სატყეო დარგის წარმომადგენლები იმყოფებიან

საქართველოში შვედეთის პროფკავშირების სატყეო დარგის წარმომადგენლები იმყოფებიან

საქართველოში სატყეო სექტორის გაცნობის მიზნით, შვედეთის სატყეო დარგის პროფკავშირების თავმჯდომარის პოლიტიკური მრჩეველი იუნგე დაოსონი, პროფკავშირების მოლაპარაკებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაგნუს ლინდბერგი და გლობალური პროფკავშირების BWI -ის პროექტების კოორდინატორი მიხეილ კარტაშოვი იმყოფებიან. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროფკავშირების წარმომადგენლები ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მხარეებმა დარგში მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. 

დღესვე, შვედმა სტუმრება შიდა ქართლის სატყეო სამსახურის ოფისი დაათვალიერეს და მეტყვეების მუშაობის სფეციფიკას გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ბორჯომის ხეობასაც ეწვევიან, სადაც ტყითსარგებლობისა და ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებებს ადგილზე გაეცნობიან. 

აბაშამ ფოლკლორის III საერთაშორისო ფესტივალს, "ლეგენდა მარტვილზე" უმასპინძლა

აბაშამ ფოლკლორის III საერთაშორისო ფესტივალს, "ლეგენდა მარტვილზე" უმასპინძლა

2 საათის წინ

ფესტივალი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ ავტომაგისტრალთან, მდინარე აბაშის ხიდის მარცხენა მხარეს, უფასო მუნიციპალურ საზაფხულო დასასვენებელ ადგილას გაიმართა, რომელიც აბაშის მერის ლევან მაკალათიას ინიციატივით მოეწყო. ფესტივალში...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126