გახარია: მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ჰუმანური მიდგომა არ უნდა იყოს

გახარია: მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ჰუმანური მიდგომა არ უნდა იყოს

 „მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ჰუმანური მიდგომა კი არ უნდა იყოს, არამედ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, შსს ვერასოდეს ვერ იქნება მძიმე დანაშაულებზე შეწყალების ფართო გამოყენების მომხრე. 

"ჩვენი მიდგომა არ არის ის, რომ ერთი კონკრეტული ან რამდენიმე მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის ირგვლივ ავაწყოთ რაღაც სისტემური ცვლილებები. ჩვენ ვთვლით, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ჰუმანური მიდგომა კი არ უნდა იყოს, არამედ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ჩვენ ასეთ აქცენტებს, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მართლმსაჯულების სისტემის გამართული მუშაობა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება", - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

ფოფხაძე: სოცქსელში რომ გავრცელდეს, მართლმადიდებლობაზე უარი ვთქვი, კითხვები უნდა დამისვათ?!

ფოფხაძე: სოცქსელში რომ გავრცელდეს, მართლმადიდებლობაზე უარი ვთქვი, კითხვები უნდა დამისვათ?!

4 წუთის წინ

როგორც მან "აიპრესს" უთხრა, პირიქით გუნდის ერთიანობის შენარჩუნებაზე მუშაობს.  "სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ხომ არ უნდა ისარგებლოთ?! უნდა ისარგებლოთ იმ ინფორმაციით, რომელიც მედიას მივაწოდე მთელი დღის განმავლობაში...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126