ლავროვის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებში სახიფათო და სასირცხვილო ტენდენცია ყალიბდება

ლავროვის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებში სახიფათო და სასირცხვილო ტენდენცია ყალიბდება

დასავლეთის ქვეყნებში სახიფათო ტენდენცია ყალიბდება, რომელიც საკუთარი სულიერი და ცივილიზაციური ფესვების უარყოფას გულისხმობს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"დასავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში სახიფათო და სასირცხვილო ტენდენცია ყალიბდება, რომელიც საკუთარი სულიერი და ცივილიზაციური ფესვების უარყოფას გულისხმობს", - აცხადებს ლავროვი.

მისი თქმით, ამ ქვეყნებში ადამიანური ყოფის მთავარი საზომი კომფორტი და წარმატებაა. ლავროვი აგრეთვე აღნიშნავს, რომ მორალის ფუნდამენტური პრინციპები ამ ქვეყნებში დიდი ეჭვის ქვეშ დგას და მისი მოსაზრებით, ასეთი მიდგომა არამხოლოდ მანკიერია, არამედ ანტიდემოკრატიულიც არის.

The America's Got Talent-ში ნომრის შესრულებისას აკრობატი ჩამოვარდა (ვიდეო)

The America's Got Talent-ში ნომრის შესრულებისას აკრობატი ჩამოვარდა (ვიდეო)

3 საათის წინ

თვალებახვეულ აკრობატს თავისი პარტნიორი ხელით ეჭირა და სხვადასხვა ნომრებს ასრულებდა. თუმცა, მოულოდნელად, აკრობატი ჩამოვარდა და სცენაზე დაეცა, სადაც იმპროვიზირებული ცეცხლი ენთო. გოგონა წამოდგა და თქვა, რომ ის ნომერს კვლავ გაიმეორებდა, მაგრამ...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126