გიორგი გახარია: სტატისტიკა იქნება ყოველთვის ღია და  არასოდეს არცერთი  დანაშაული არ დაიმალება

გიორგი გახარია: სტატისტიკა იქნება ყოველთვის ღია და არასოდეს არცერთი დანაშაული არ დაიმალება

"ჩვენ როგორც კი წლის ბოლოს დავინიშნეთ სამინისტროში, მაშინვე ერთმნიშვნელოვნად, ყველანაირი ფიქრის გარეშე გავეცით დაპირება, რომ სტატისტიკა იქნებოდა ღია და სტატისტიკა არის ღია", - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ სტატისტიკის ნახვა ყველასთვის არის შესაძლებელი. 

"არის გარკვეული დანაშაულები, სადაც ზრდა გვაქვს და ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. არის დანაშაულები, სადაც, ასევე, გვაქვს კლება. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ვთქვათ, რომ მძიმე დანაშაულების ნაწილში, ასე თუ ისე, ნორმალურად მივდივართ, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ მართლწესრიგი, ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა და სწორედ ამის გათვალისწინებით ტარდება სამინისტროში ის რეფორმები, რომლებიც, პირველ რიგში, ეხება კრიმინალურ პოლიციას, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებას, საპატრულო პოლიციის გაძლიერებას და ა.შ. ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგრამ, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ სტატისტიკა იქნება ყოველთვის ღია და ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე, რომ არასოდეს არც ერთი დანაშაული არ დაიმალოს", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ბათუმის სასამართლომ მინდია ლავასოღლის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის სასამართლომ მინდია ლავასოღლის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

9 საათის წინ

მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა გირაოს თაობაზე და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ 10-ივე პირს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას დარბაზში დაკავებულთა ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა.

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072