აშშ და ბრიტანეთი რუსეთს კიბერჯაშუშობაში ადანაშაულებს

აშშ და ბრიტანეთი რუსეთს კიბერჯაშუშობაში ადანაშაულებს

ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრი, გამოძიების ფედერალური ბიურო და აშშ-ს უსაფრთხოების დეპარტამენტი ერთობლივ გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული ჰაკერები კიბერჯაშუშობის მეშვეობით კომპიუტერულ სისტემებში შეღწევას ცდილობენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

სადაზვერვო სააგენტოების განცხადებით, სამიზნე სახელმწიფო უწყებები, მსხვილი კომპანიები და კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტებია. აშშ-სა და ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურები იუწყებიან, რომ რუსეთის მიერ დაფინანსებული ჰაკერები აქტიურად ცდილობენ შეიძინონ საჭირო ინტერნეტ აღჭურვილობა, რათა მომავალში კიბერშეტევები განახორციელონ.
როგორც კიბერუსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის წარმომადგენელმა რობ ჯოისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები "მაღალი ალბათობით" მიიჩნევენ, რომ თავდასხმების უკან რუსეთი დგას. აშშ-სა და ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, ჰაკერები უკვე მილიონობით როუტერს დაესხნენ თავს.

ნაგვის ტალღები დომინიკელთა რესპუბლიკაში (ვიდეო)

ნაგვის ტალღები დომინიკელთა რესპუბლიკაში (ვიდეო)

3 წუთის წინ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 ტონა ნაგავი, რაც ძირითადად პლასტმასის მასაა, სანაპიროზეა გამორიყული. ადგილობრივები, აღნიშნული სანაპირო ზოლის გასუფთავებისათვის დახმარებას ითხოვენ.

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072