ბრიტანეთის პრემიერმა სირიაში ავიაიერიშების განხორციელების მიზეზები განმარტა

ბრიტანეთის პრემიერმა სირიაში ავიაიერიშების განხორციელების მიზეზები განმარტა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, სირიაში ავიაიერიშების განხორციელება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში შედიოდა. მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა. ამის შესახებ ტერეზა მეიმ პარლამენტში გამართული დებატებისას განაცხადა.

„ჩვენ ეს გავაკეთეთ არა იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გვთხოვა, არამედ იმიტომ, რომ ვფიქრობდით, სწორი იყო. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გადაწყვეტილება, მას საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს", - განაცხადა მან.
ტერეზა მეიმ განმარტა, რომ თავდასხმები ლეგიტიმურია.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ეს ოპერაცია სირიის კონფლიქტში ინტერვენცია არ არის, არამედ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების რეაქცია იყო სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების თაობაზე. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტის თაობაზე გამოძიება OPCW- მ დაიწყო. მომხდარში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმი დაადანაშაულეს, რომელიც ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს.

შაბათს, 14 აპრილს, ღამით აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე იერიშები მიიტანეს. ქვეყნებმა 100-მდე რაკეტა გაუშვეს იმ ადგილებში, სადაც, სავარაუდოდ ქიმიური იარაღი ინახებოდა, ვითარდებოდა და მზადდებოდა. თავდასხმის საფუძველი სირიის ქალაქ დუმაში ბაშარ ასადის ჯარის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება იყო.

როგორც პენტაგონში განმარტავენ, საჰაერო იერიშებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია. მათი განცხადებით, სირიის ანტისარაკეტო სისტემა ეფექტიანი არ აღმოჩნდა და ვერცერთი რაკეტის ჩამოგდება ვერ მოხერხდა.

ნაგვის ტალღები დომინიკელთა რესპუბლიკაში (ვიდეო)

ნაგვის ტალღები დომინიკელთა რესპუბლიკაში (ვიდეო)

6 წუთის წინ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 ტონა ნაგავი, რაც ძირითადად პლასტმასის მასაა, სანაპიროზეა გამორიყული. ადგილობრივები, აღნიშნული სანაპირო ზოლის გასუფთავებისათვის დახმარებას ითხოვენ.

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072