ტურისტული დანიშნულების ადგილების ციფრული მარკეტინგი

ტურისტული დანიშნულების ადგილების ციფრული მარკეტინგი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგეადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, "ქემონიქს ინტერნეშენალის" ორგანიზებით და TripAdvisor - ის პარტნიოროებით სასტუმრო თბილისი მარიოტში სემინარი "ინოვაციური სტრატეგიები" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სემინარი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გახსნა. სემინარიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა "ქემონიქს ინტერნეშენალის" დირექტორმა იბრაჰიმ ოსტამ. დღეისათვის ტურისტული შემოსავლების 60%-ზე მეტი ელექტრონული ტრანზაქციების მეშვეობით მოძრაობს და ყოველწლიურად მზარდი მაჩვენებლით ნახევარ ტრილიონ დოლარს აჭარბებს.

აღნიშნული მაჩვენებლის ძირითადი ნაწილი ონლაინ ტურისტულ სააგენტოებსა და გლობალური გადანაწილების სისტემებზე მოდის, თუმცა ტურისტული პროდუქტისა და სერვისის მიმწოდებელი ინდივიდუალური სისტემები ბაზარზე სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს რეალობა ხელს უწყობს ლოკალურ ბაზარზე გაყიდვებისა და მოგების წილის ზრდას. თბილისი მერიოტში გამართულ სემინარს ტურისტული სექტორის 200-ამდე წარმომადგენელი დაესწრო.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

3 საათის წინ

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური აქტიურად მუშაობს საქართველოს საზღვაო სივრცეში მცურავი გემებისათვის ზუსტი მონაცემების (რუკები) მიწოდებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული საზღვაო ინცინდენტები და უზრუნველყოფილი იყოს...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126