ოხანაშვილი: საზოგადოებამ პრეზიდენტის მიერ განხორციელებული გადაწყვეტილებების მიმართ ნდობა დაკარგა

ოხანაშვილი: საზოგადოებამ პრეზიდენტის მიერ განხორციელებული გადაწყვეტილებების მიმართ ნდობა დაკარგა

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა, ჟურნალისტებთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადების შესახებ კომენტირებისას აღნიშნა, რა განცხადებაშიც, აბაშიშვილი 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული მამინაცვლის შეწყალებასთან დაკავშირებით საუბრობს. 

"ძალიან ცუდი შედეგები მიიღო ამ ყველაფერმა. შესაბამისად, პრეზიდენტის ამ გაუაზრებელ გადაწყვეტილებას, საზოგადოების მხრიდან, აქვს ძალიან დიდი ნეგატიური დამოკიდებულება. ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ დაკარგა ნდობა პრეზიდენტის მიერ განხორციელებულო გაუაზრებელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ცდილობენ აბსოლუტურად გაუაზრებელი, არასწორი მესიჯები გამოაგზავნონ, თითქოსდა საკონსტიტუციო უმრავლესობაში რაღაც ხდება. ამ საკითხთან დაკავშორებით, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება, ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვეფხვია ბაქრაძემ ყოფილ ცოლს, ნათელა გობაძეს ქვით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, მიუხედავადა ამისა, 2017 წლის მაისში ის პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა. ციხეში 2 წელზე ნაკლები გაატარა. 2018 წლის 13 აპრილს კი გამოძიების ინფორმაციით, მან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა თავისი გერი, 25 წლის თამარ გამრეკელიძე. ვეფხვია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული მამინაცვლის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართ დეპუტატების კრიტიკას პასუხობს:

"დღეს საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა კოთხვაზე ძალიან დეტალურად ისაუბრა. ამავე პერიოდში ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი "ევროპული საქართველოსა" და "ქართული ოცნების" მონაწილეობით და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება-განაცხადა აბაშიშვილმა", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

"ნაცმოძრაობას სისასტიკეები ჰქონდა, რაც ახალგაზრდულ ასაკს ახლავს, კადრებს ვერ დავუწუნებდით"

"ნაცმოძრაობას სისასტიკეები ჰქონდა, რაც ახალგაზრდულ ასაკს ახლავს, კადრებს ვერ დავუწუნებდით"

13 წუთის წინ

კითხვაზე, რამ მიიყვანა იმ გაერთიანებაში, სადაც დომინანტი ნაციონალური მოძრაობაა ჩარკვიანი პასუხობს, რომ გრიგოლ ვაშაძემ. "დამიკავშირდა ბატონი გრიგოლი [ვაშაძე], არც ვიცოდი რაზე იქნებოდა საუბარი. როცა ვისაუბრეთ, ძალიან შევცბი...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126