გერის მკვლელობაში ბრალდებული მამინაცვალი 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

გერის მკვლელობაში ბრალდებული მამინაცვალი 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მამინაცვალს ვეფხია ბაქრაძეს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების სახის შეფარდების სხდომა მიმდინარეობს. სადა პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, რასაც ბრალდებულის ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი არ ეთანხმება.

ადვოკატი მკვლელობაში ბრალდებულისთვის გირაოს 20 000 ლარის შეფარდებას ითხოვს, რასაც ვეფხია ბაქრაძე დაეთანხმა.

სახელწმიფო ბრალმდებელის თქმით, „ვეფხია ბაქრაძემ თამარ გამრეკელიძეს მცირეწლოვანი 3 წლის შვილი თანდასწრებით მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, რის შედეგად იგი გარდაიცვალა.

ჩადენილი საზარელი დანაშაული. არ მეგულება საქართველოში ოჯახი, რომელიც ამ ფაქტით არ იყოს შეძრწუნებული“ 

შეგახსენებთ, რომ ვეფხია ბაქრაძეს, რომელმაც 25 წლის ქალი მოკლა, შსს-მ ბრალი დაუმძიმა და გამოძიება 11-109 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს და სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ბათუმის სასამართლომ მინდია ლავასოღლის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის სასამართლომ მინდია ლავასოღლის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

9 საათის წინ

მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა გირაოს თაობაზე და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ 10-ივე პირს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას დარბაზში დაკავებულთა ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა.

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072