ლატვიის პრეზიდენტმა ბალტიის ზღვაში რუსეთის მიერ დაგეგმილ სწავლებას ''პროვოკაცია'' უწოდა

ლატვიის პრეზიდენტმა ბალტიის ზღვაში რუსეთის მიერ დაგეგმილ სწავლებას ''პროვოკაცია'' უწოდა

ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის განცხადებით, რუსეთის მიერ დაანონსებული სამხედრო წვრთნები ძალაუფლების დემონსტრირებაა, რაც ასევე "გარკვეულწილად" პროვოკაციას წარმოადგენს. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ტელეარხ LNT- თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ლატვიის საზღვართან ასეთ წვრთნებს პირველად ჩაატარებს გახსნეს.
"ჩვენ ჯერ არ გვქონია ასეთი გამოცდილება, რომელიც, რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს", - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
რაიმონდს ვეიონისის თქმით, არსებობს შეცდომების დაშვების შესაძლებლობა, ამიტომ ასეთი წვრთნები ბალტიის ზღვაში არ უნდა ჩატარდეს.

მანამდე, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის წარმომადგენლებს დაავალა, რუსეთის მომავალი სარაკეტო ტესტირების შესახებ ინფორმაცია ნატო-სა და ეუთო-ს მიაწოდონ.
ლატვია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი ბალტიისპირეთის საზღვართან საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს და რეგიონში დაძაბულობას ქმნის.
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი 17-დან 19 აპრილამდე სწავლების ჩატარებას გეგმავს. 

კიმ კარდაშიანმა 5 წუთში 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

კიმ კარდაშიანმა 5 წუთში 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

23 წუთის წინ

37 წლის ტელევარსკვლავის ახალი სუნამოს სერიაში სამი არომატი შევიდა: Kimoji Cherry, Kimoji Peach და Kimoji Vibes. ამასთან, კარდაშიანს ერთი დოლარიც კი არ დაუხარჯავს თავისი სუნამოების რეკლამისთვის, თუმცა თაყვანისმცემლებში აჟიოტაჟი გამოიწვია. მის მიერ გაკეთებული...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072