ირანელმა სპეცსამსახურებმა ქვეყანაში ტერორისტული აქტი აღკვეთეს

ირანელმა სპეცსამსახურებმა ქვეყანაში ტერორისტული აქტი აღკვეთეს

ირანელმა სპეცსამსახურებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ტერორისტული აქტი აღკვეთეს,-ამის შესახებ ინფორმაციას Press.TV ავრცელებს. 

ტელეარხის ცნობით, ოპერაციის შედეგად ორი ტერორისტის ლიკვიდაცია განხორციელდა.

"კვირას, ტერორისტებმა სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციებში ასაფეთქებელი ნივთიერების ამოქმედება სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა დროულად უპასუხეს და ტერორისტების ავტომობილი გაანადგურეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ტელეარის ცნობით, მესამე შეიარაღებულმა პირმა თავის აფეთქება სცადა. ინციდენტის შედეგად, ორი ირანელი სამართალდამცველი დაშავდა.
როგორც Press TV აღნიშნავს, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათი უმრავლესობა პაკისტანელია. 

კიმ კარდაშიანმა 5 წუთში 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

კიმ კარდაშიანმა 5 წუთში 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

22 წუთის წინ

37 წლის ტელევარსკვლავის ახალი სუნამოს სერიაში სამი არომატი შევიდა: Kimoji Cherry, Kimoji Peach და Kimoji Vibes. ამასთან, კარდაშიანს ერთი დოლარიც კი არ დაუხარჯავს თავისი სუნამოების რეკლამისთვის, თუმცა თაყვანისმცემლებში აჟიოტაჟი გამოიწვია. მის მიერ გაკეთებული...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072