ლავროვი: დასავლელი პარტნიორების მიმართ დარჩენილ ნდობის ნაწილსაც ვკარგავთ

ლავროვი: დასავლელი პარტნიორების მიმართ დარჩენილ ნდობის ნაწილსაც ვკარგავთ

"რუსეთი, სირიაში სავარუდო ქიმიური იარაღის გამოყენების ადგილზე მტკიცებულებებით არ მანიპულირებდა", - ამის შესახებ BBC-სტან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

სირიაში ქიმიური იარაღის სავარუდო გამოყენების შესახებ კი ლავროვმა განაცხადა, რომ ყველა მტკიცებულება, რაც დასავლეთ ქვეყნებს მოჰყავს, დაფუძნებულია მასმედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე.

"არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დუმას მიერ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. რაც იქ რეალურად მოხდა, დადგმა იყო", - აცხადებს ლავროვი.

ლავროვი აღნიშნავს, რომ იერიშისას, რუსეთსა და აშშ-ს შორის, სირიაში მოქმედებების კოორდინირების შესახებ კავშირების გამო, კონფრონტაცია არ მომხდარა.

ამასთან, ლავროვის მოსაზრებით, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერობა ამ ეტაპზე იმაზე უარესია, ვიდე ცივი ომის პერიოდში. მან აგრეთვე განაცხადა, რომ სირიაზე განხორციელებული იერიშები უპასუხოდ არ დარჩება.

"ცხადია, შედეგები მოყვება. ჩვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ ნდობის დარჩენილ ნაწილსაც ვკარგავთ, მათ ძალიან უცნაური ლოგიკით მოქმედება გადაწყვიტეს. ცივი ომის პერიოდში კომუნიკაციის წყაროები იყო და არ ასეთი რუსოფობია არ ყოფილა, რომელიც ახლა გენოციდის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც სანქციების მეშვეობით ხორციელდება", - აცხადებს ლავროვი.

14 აპრილს, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, სირიის სამ ობიექტზე, 105 რაკეტის მეშვეობით, დარტყმა განახორციელეს. დასავლეთის ქვეყნები სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასდას, მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაში სდებს ბრალს. ასადის ხელისუფლება კი უარყოფს, რომ ქალაქ დუმაზე ქიმიური თავდასხმა განხორციელდა.

კიმ კარდაშიანმა 5 წუთში 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

კიმ კარდაშიანმა 5 წუთში 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

23 წუთის წინ

37 წლის ტელევარსკვლავის ახალი სუნამოს სერიაში სამი არომატი შევიდა: Kimoji Cherry, Kimoji Peach და Kimoji Vibes. ამასთან, კარდაშიანს ერთი დოლარიც კი არ დაუხარჯავს თავისი სუნამოების რეკლამისთვის, თუმცა თაყვანისმცემლებში აჟიოტაჟი გამოიწვია. მის მიერ გაკეთებული...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072